შეტყობინება ეხება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 ოქტომბრის N279 დადგენილებით დამტკიცებული ,, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ მიმწოდებელ დაწესებულებებს და არა „ საყოველთაო ჯანდაცვას“!

როგორც ცნობილია, მიმდინარეობს " ელექტრონული ანგარიშგების მოდულში" მონაცემების ატვირთვა სატესტო რეჟიმში. გაცნობებთ, რომ 8 სექტემბრიდან იწყება შესრულებული სამუშაოების ატვირთვა რეალურ რეჟიმში.

გთხოვთ, ვერტიკალური პროგრამების ფარგლებში ჩართულმა დაწესებულებებმა, 2014 წლის 20 სექტემბრამდე, აგვისტოს თვის საანგარიშგებო დოკუმენტაცია ქაღალმატარებლების პარალელურად აუცილებლად წარმოადგინოთ " ელექტრონული ანგარიშგების მოდულში" .


სამედიცინო დაწესებულებების საყურადღებოდ!

გაცნობებთ, 2014 წლის 1 ივნისიდან შეწყდა კერძო სადაზღვევო კომპანიებში 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილების ბენეფიციართა ახალი ნაკადების შედინება და ასევე არსებულ ბენეფიციართათვის სადაზღვევო პერიოდის განახლება. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, 1 ივნისიდან შედინებული N165 დადგენილების მოსარგებლე ახალშობილებზე, დამდგარ გადაუდებელ სამედიცინო შემთხვევებზე მიმწოდებელი შემთხვევათა რეგისტრაციის მოდულში აკეთებს შეტყობინებას და პაციენტი დროებით ფიქსირდება, როგორც „უცნობი“ აღნიშნული კონტიგენტის პიროვნების იდენტიფიკაციამდე (საჯარო რეესტრში ახალშობილის რეგისტრაციამდე).

გაცნობებთ, რომ 1 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით ელექტრონული ანგარიშგების მოდული ჩართული იქნება შემდეგ ფორმებზე: (აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი) წარმოდგენილი დოკუმენტაციის ჩაბარება მოხდება სამუშაო დღეებში 14:00-დან.

  • 1. გეგმიური ამბულატორია (შესრულებული სამუშაო) N165_1
  • 2. გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება N36-2, N165-2, N218-2
  • 3. გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება N36-3, N165-3, N218-3
  • 4. გეგმიური ქირურგიული მომსახურება (გარდა კარდიოქირურგიისა) N36-4, N165-4, N218-4
  • 5. კარდიოქირურგია N36-5, N165-5, N218-5
  • 6. ქიმიოთერაპია და ჰორმონოთერაპია N36-6, N165-6, N218-6
  • 7. სხივური თერაპია N36-7, N165-7, N218-7
  • 8. მშობიარობა, საკეისრო კვეთა N36-8, N165-8, N218-8



გალერეა