გაცნობებთ, რომ 29 ოქტომბერს 20:00 საათიდან 30 ოქტომბრის 06:00 საათამდე ტექნიკური სამუშაოების გამო გაითიშება სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდული.


გაცნობებთ, რომ 29 ოქტომბერს 20:00 საათიდან 30 ოქტომბრის 06:00საათამდე ტექნიკური სამუშაოების გამო გაითიშება სამედიცინო შემთხვევებისრეგისტრაციის მოდული.



საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებშიბენეფიციარებისთვის 

სამედიცინო დაწესებულებაში მიტანილი გამოუყენებელი (გაუხარჯავიპარენტერალური გამოყენების

სიმსივნის საწინააღმდეგო  მედიკამენტების თაობაზე მიმწოდებლებისაგან წარსადგენი ანგარიშგების

ფორმის დამტკიცების შესახებ ბრძანება  № NHA 6 24 00000120


იხილეთ ბრძანება ბმულზე 


ასევე, გთხოვთ ჩამოტვირთოთ დანართის სახით ექსელის ფაილი



სამინისტროს IT რესურსებთან(ელექტრონულ სისტემებთან) წვდომის უსაფრთხოების ხარისხის გაზრდის მიზნით, ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო ახორციელებს შესაბამისი სტანდარტების დანერგვას VPN ან IP White List გადაწყვეტილებების გამოყენებით.
 
ამისთვის გთხოვთ, შეავსოთ ექსელის ფაილი და გამოგზავნოთ მეილზე: [email protected]
 
გთხოვთ გადმოგზავნოთ მხოლოდ იმ ორგანიზაციებმა, ვისაც არ გადმოუგზავნიათ შევსებული ფაილი!



„საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“, გეგმური ქირურგიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, ოფთალმოლოგიურ ოპერაციულ ჩარევებზე მოთხოვნები, სასწრაფო-დაყოვნებული ინტერვენციის სახით, წარმოადგინეთ: ბავშვებში (0-18 წლამდე) ჩარევები, თვალის და მისი დანამატების ახალწარმონაქმნები/სიმსივნეები (ICD 10-ის D და C კოდები) და H02.9, H11.9 და H05.9 კოდები სისმსივნეზე საეჭვო შემთხვევების დროს საწყისი ჩარევისთვის, ასევე, N1 ცხრილში მითითებული დიგნოზები, რომელთა დამადასტურებელი მონაცემები დეტალურად უნდა იყოს გადმოცმული ფორმა N IV-100/ა-ით. სხვა ოფთალმოლოგიური ოპერაციები წამოადგინეთ გეგმიური ინტრვენციის სახით, მათ შორის კატარაქტის გამო ჩარევებიც, რომელთა აუცილებლობა უნდა დასაბუთდეს საერთაშორისო გაიდლაინის რეკომენდაციების შესაბამისად.  სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ და სერვისის მიმწოდებლებმა უნდა იხელმძღვანელონ ამერიკის ოფთალმოლოგთა საზოგადოების გაიდლაინით (The Cataract and Anterior Segment Preferred Practice Pattern® Panel members wrote the Cataract in the Adult Eye Preferred Practice Pattern® guidelines (PPP). 2021), ვიდრე ანალოგიური გაიდლაინი მომზადდება საქართველოსთვის.

მითითებული წყაროს მიხედვით ქირურგიული ჩარევის ჩვენებები და უკუჩვენებები იხილეთ N2 და N3 ცხრილში.

დანართები იხილეთ : https://nha.moh.gov.ge/ge/c/jes

ყურადღება!

განმეორებით გაცნობებთ, რომ სამინისტროს IT რესურსებთან(ელექტრონულ სისტემებთან) წვდომის უსაფრთხოების ხარისხის გაზრდის მიზნით, ინფორმაციულიტექნოლოგიების სააგენტო ახორციელებს შესაბამისი სტანდარტების დანერგვას, მათ შორის VPN და IPWhite List გადაწყვეტილებების გამოყენებით.

ამისთვის გთხოვთ, ჩამოტვირთოთ წარმოდგენილ ბმულზეგანთავსებული ფაილი, 2024 წლის  15 თებერვლამდე  შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია და  გამოგზავნოთმეილზე: [email protected];

მოთხოვნილი ინფორმაციის დროულად მოუწოდებლობისშემთხვევაში შეგეზღუდებათ IT რესურსებთან წვდომა.


<<<ჩამოსატვირთი ფაილის ბმული>>>



შეგახსენებთ, რომ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ფარგლებში განხორციელდა ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს შემთხვევების დასრულებულად დაფიქსირებას პაციენტისთვის/თანმხლები პირისთვის გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინების საფუძველზე.

ბრძანება სამედიცინო შემთხვევების დასრულებულად დაფიქსირების წესის დამტკიცების შესახებ, რომელიც ამოქმედდა 2024 წლის 2 თებერვლიდან, იხილეთ ბმულზე   იხილეთ ბმულზე



        დეკემბრისთვის შესრულებული სამუშაოს გადმოგზავნა შეგიძლიათ 28 იანვრამდე


*********************************************************************************************************************

           სამედიცინო დაწესებულებების საყურადღებოდ!


შეგახსენებთ, რომ მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა სტაციონარული სამედიცინო მომსახურება,დადგენილებისდანართ №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის ანაზღაურდება სრულად, ამისათვის შემთხვევათა რეგისტრაციისმოდულში საჭიროა აირჩიოთ შემთხვევისსტატუსი:  კრიტიკული- გადაუდებელი.



მიმდინარე ტექნიკურისამუშაოების გამო, დროებით შეზღუდულია შესრულებული სამუშაოს გადმოგზავნა. ტექნიკურისამუშაოების დასრულების შემდეგ გეცნობებათ და შეგეძლებათ შესრულებების გადმოგზავნა.



სამინისტროს IT რესურსებთან(ელექტრონულ სისტემებთან) წვდომის უსაფრთხოების ხარისხის გაზრდის მიზნით,

ინფორმაციულიტექნოლოგიების სააგენტო ახორციელებს შესაბამისი სტანდარტების დანერგვას, მათ 

შორის VPN და IPWhite List გადაწყვეტილებების გამოყენებით.

ამისთვისგთხოვთ, ჩამოტვირთოთ წარმოდგენილ ბმულზე განთავსებული ფაილი, 2023 წლის  29 

დეკემბრამდე შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია და  გამოგზავნოთ მეილზე: [email protected]

                                   

          კითხვარის გადმოწერა
2023 წლის 15 ნოემბრიდან 2024 წლის 1 იანვრამდეDRG კომპონენტის ფარგლებში  დამდგარ შემთხვევებზე, რომლებიც ვერიხურება/დახურვის შემდეგ საჭიროებს ICD/NCSP კოდების ჩანაცვლებას, მოქმედებსსაშეღავათო პირობები და ვადის დარღვევით ჩახურვისას/რედაქტირების განხორციელებისასარ დაექვემდებარება დადგენილებით განსაზღვრულ საჯარიმო სანქციებს. 


 

მშობიარობა და საკეისრო კვეთის DRG მეთოდოლოგიით დაფინანსებაზე გადასვლასთან დაკავშირებით, 15 ნოემბრიდან დამდგარ შემთხვევებზე (მშობიარობადა საკეისრო კვეთა)  შეტყობინებებში უნდა მოახდინოთ კომპონენტის ჩანაცვლება მშობიარობადა საკეისრო კვეთა DRG-ით.


2023 წლის 23სექტემბრიდან განისაზღვრა COVID-19-ის მართვის ახალი ხელოვნური კოდებ

გთხოვთ,სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში  28 სექტემბრიდან დამდგარ შემთხვევებზე,შეტყობინებები დატოვოთ განახლებული ხელოვნური კოდებით.

 



ცვლილება განხორციელდა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ზოგიერთი ქირურგიული ოპერაციის დროს გამოსაყენებელი სახარჯი მასალის (კორონარული სტენტი, ბროლი, ორთოპედიული ენდოპროთეზი) მინიმალური მოთხოვნების/მახასიათებლების განსაზღვრის შესახებ“. რომელიც ამოქმედდება 8 სექტემბრიდან დამდგარ სამედიცინო შემთხვევებზე
.
იხილეთ ბმული


„საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ბენეფიციარების COVID-19-ის დასადგენად ტესტირების შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველსაყოფად, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ:


საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“   გეგმური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტი ითვალისწინებს „COVID-19-ის შემთხვევის სტანდარტული განმარტებით მოცულ პირებში COVID-19-ის დასადგენად ტესტირების ჩატარებას ანტიგენის განმსაზღვრელი სწრაფი/მარტივი მეთოდით ცენტრის მიერ გადაცემული ტესტსისტემების გამოყენებით“.


გარდა ამისა,  „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-20 მუხლის 56 პუნქტის შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში სტაციონარული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია  უსასყიდლოდ უზრუნველყოს სტაციონარულ (მათ შორის, დღის სტაციონარსა და ემერჯენსში) დაწესებულებაში ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში  COVID-19-ის დასადგენად ტესტირების ჩატარება ანტიგენის განმსაზღვრელი სწრაფი/მარტივი მეთოდით, ცენტრის მიერ გადაცემული ტესტსისტემების გამოყენებით.“


ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ, უზრუნველყოთ COVID-19-ის დასადგენად ტესტირების ჩატარება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.











                                                      

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ სამინისტროს მითითება ჰოსპიტალიზაციის საჭიროების მქონე ყველა პაციენტის,

COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების მართვასთან დაკავშირებით. 


იხილეთ ბმული





 


შეგახსენებთ, რომ  1მარტიდან დამდგარ სამედიცინო შემთხვევებზე სრულად ამოქმედდება  "საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლისN36 დადგენილების  პირობებით გათვალისწინებულიმიმწოდებლის მიმართ განსაზღვრული ყველა მავალდებულებები და პასუხისმგებლობები.





დაწესებულებების საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების გამო, დღეს 15.07.2023 00:00 სთ-დან 02:00 სთ-მდე გაითიშება სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდული, ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.



საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული  მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებების საყურადღებოდ!

საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების თანახმად, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის გეგმური სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, გეგმური ინტერვენციის საჭიროების მქონე პირის პროგრამის მოსარგებლედ ცნობა და მასზე მატერიალიზებული ვაუჩერის/თანხმობის წერილის გაცემა  (დადებითი  ან უარყოფითი პასუხი და  პაციენტისთვის მოკლე ტექსტური შეტყობინების (სმს) გაგზავნა), 2023 წლის 1 ივლისიდან, განხორციელდება განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 60 კალენდარულ დღეში.






დაწესებულებების საყურადრებოდ



გაცნობებთ, რომ გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების გამო, 9 ივნისს, 03:00 საათიდან 06:00 საათამდე შეფერხებით იმუშავებს ჯანმრთელობის დაცვის ელექტრონული სისტემები, მათ შორის შეფერხება დაფიქსირდება პიროვნების იდენტიფიცირებისას. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.





სტაციონარული დაწესებულებების საყურადღებოდ!



გაცნობებთ,  რომ პარასკევს, 2 ივნისს 11-13 სთ-მდე (online) ჩატარდება სტაციონარული დაწესებულებების მენეჯმენტთან შეხვედრა სოციალური მუშაკის საქმიანობასთან დაკავშირებით (ევექსის კლინიკებთან და ჰოსპიტლებთან უკვე ჩატარებულია). გთხოვთ, 31 მაისის დღის ბოლომდე მოგვაწოდოთ შეხვედრაში მონაწილეთა საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი გვარი, თანამდებობა, ტელეფონი, ელ ფოსტა, დაწესებულება) მეილზე: [email protected]



დაწესებულებების საყურადრებოდ

2023 წლის 22 მაისიდან  იცვლება COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ბინაზე მართვის  მექანიზმი: მომსახურება  ინტეგრირდა (გაერთიანდა)   გეგმური ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში.

შესაბამისად, "COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ბინაზე მართვის"  კომპონენტის  ფარგლებში  ბენეფიციარები აღარ დარეგისტრირდება. 




დაწესებულებების საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების გამო, დღეს 22.05.2023 17:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე გაითიშება ელექტრონული სისტემები, ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.




დაწესებულებების საყურადღებოდ!


საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ კლინიკებში დასაქმებულთა მინიმალური საათობრივი ანაზღაურების საკითხებზე ზედამხედველობის განხორციელების მეთოდები და პროცედურები იხ. ბმულზე




დაწესებულებების საყურადღებოდ!


გაცნობებთ, რომ გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების გამო, დღეს 12.04.2023 22:00 სთ-დან 23:00 სთ-მდე გაითიშება შემთხვევათა რეგისტრაციის და ელექტრონული ანგარიშგების მოდული. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.




დაწესებულებების საყურადღებოდ!

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ზოგიერთი ქირურგიული ოპერაციის დროს გამოსაყენებელი სახარჯი მასალის მინიმალური მოთხოვნების/მახასიათებელების განსაზღვრის შესახებ რომელიც ამოქმედდება 2023 წლის 1 მაისიდან დამდგარ შემთხვევებზე (ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 29 მარტის N NHA 7 23 00000032 ბრძანება)

იხილეთ ბმული




დაწესებულებების საყურადღებოდ! 

ცვლილებები განხორციელდა  დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) მიხედვით დაფინანსების დამტკიცების შესახებ  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 31 ოქტომბრის N MOH 6 22 00000165 ბრძანებაში.  განახლებული ინფორმაცია იხილეთ  ბმულზე




დაწესებულებების საყურადღებოდ!


გაცნობებთ,რომ ამოქმედდა დიალიზის ახალი მოდული.  იხილეთ ბმული :


https://healthcareprograms.moh.gov.ge





დაწესებულებების საყურადღებოდ!



დაწესებულებებს, რომლებსაც ააიპ. სოლიდარობის ფონდის ელ. ანგარიშგების რეფერალური პროგრამის მოდულში არ გაქვთ მითითებული ანგარიშ ფაქტურის ნომრები გთხოვთ სასწრაფოდ დაამატოთ და გადმოაგზავნოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში არ აგინაზღაურდებათ აღნიშნული ქეისები!!!




დაწესებულებების საყურადღებოდ!


გაცნობებთ, რომ დღეს 28 თებერვალს 23:00 საათიდან დაგეგმილია ტექნიკური სამუშაოები, რის გამოც კოხლეარული იმპლანტი-რეაბილიტაციის და დიალიზის მოდულები იმუშავებს შეფერხებით.




დაწესებულებების საყურადღებოდ!


გთხოვთ, პირველი მარტიდან დამდგარ შემთხვევებზე, საანგარიშგებო დოკუმენტაციაში, კერძოდ: ფორმა IV-100/ა-ის ველში ,,ჩატარებული მკურნალობა“ მიუთითეთ: მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროტეზის, თვალის ხელოვნური ბროლისა და  სტენტების სერიული ნომრები.





ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში ატვირთულ ფორმა-100-ზე და კალკულაცაზე ხელმოწერა სავალდებულოა (ასევეშეგიძლიათ გამოიყენოთ ელექტრონული ხელმოწერა/ელექტრონული შტამპი).





სამედიცინო დაწესებულებების საყურადღებოდ!

 

DRG კომპონენტებზე ახალი საანგარიშგებო ფორმებიგაშვებულია. ელექტრონული ანგარიშგების მოდული ჩართული იქნება 15 იანვრის ჩათვლით.





სამედიცინო დაწესებულებებისსაყურადღებოდ!

 

ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში სავალდებულოა  ფორმა-100-ის და კალკულაციის ატვირთვა, 1-ელი დეკემბრიდან დამდგარ შემთხვევებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში შესრულება ვერ გადმოიგზავნება. 





მიმწოდებელთა საყურადღებოდ!


1 ნოემბრიდან დამდგარ შემთხვევებზე, კორონარულ არტერიებზე ინტერვენციის დროს, ჩარევის კოდი FNSG96-/-კორონარული არტერიების რეკანალიზაცია სხვა მეთოდით, გამოიყენეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც აწარმოებთ მაღალტექნოლოგიურ სტენტირებას (მაგ. როტაბლაცია და სხვა..). სხვა შემთხვევაში, როდესაც ახდენთ კორონარული არტერიების ანგიოპლასტიკას სტენტის ჩადგმით კანქვეშა ტრანსლუმინალური მიდგომით, გამოიყენეთ ჩარევის კოდი FNSG05.






სამედიცინო დაწესებულებების საყურადღებოდ

იმ შემთხვევაში თუ ბენეფიციარი ერთჯერადად უარს აცხადებს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობებით სარგებლობაზე, სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც ირჩევს ბენეფიციარი მომსახურების გასაწევად, ვალდებულია:

  1. გეგმური სტაციონარული მომსახურების შემთხვევაში, ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის მიმართვების (საყოველთაო) ადმინისტრირების მოდულში, სამედიცინო საჭიროების მიხედვით, ატვირთოს განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის განაცხადი (რეკვიზიტები, სამედიცინო საჭიროების დამადასტურებელი ცნობა (ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ფორმა №IV-100/ა), კალკულაცია);
  2. გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების შემთხვევაში, ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის  სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში, დადგენილი წესის შესაბამისად, ატვირთოს შეტყობინება სამედიცინო შემთხვევის შესახებ თვითდაფინანსებით.

მხოლოდ ამის შემდეგ, ბენეფიციარი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი, ვალდებულია, მიმართოს სსიპ-ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. N144) ან მის ნებისმიერ ტერიტორიულ ორგანოს (რეგიონული სამსახური) და შეავსოს შესაბამისი ფორმის განაცხადი.




სამედიცინო დაწესებულებების საყურადღებოდ!


გაცნობებთ, რომ დღეს 24 ნოემბერს 18:00 საათიდან  19:00  საათამდე დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების გამო გაითიშება შემთხვევების რეგისტრაციის მოდული და ელექტრონული ანგარიშგების მოდული იმუშავებს შეფერხებით.




სამედიცინო დაწესებულებების საყურადღებოდ!


DRG სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით შეკითხვები გთხოვთ მოიწეროთ ელ:  მისამართზე  [email protected]




სამედიცინო დაწესებულებების საყურადღებოდ!



გაცნობებთ, რომ დღეს 14 ნოემბერს 23:00 საათიდან  23:30 საათამდე დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების გამო შემთხვევების რეგისტრაციის მოდული და ელექტრონული ანგარიშგების მოდული იმუშავებს შეფერხებით.

 



 DRG - ის  ტექნიკური სახელძღვანელო იხილეთ ბმულზე

 



ნოემბრიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში DRG დაფინანსების მოდელი ამოქმედდება. განახლებული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე




სამედიცინო დაწესებულებების საყურადღებოდ!



DRG მეთოდოლოგიით დაფინანსებაზე გადასვლასთან დაკავშირებით,2022 წლის 1-ელი ნოემბრიდან გეგმურ სამედიცინო მომსახურებაზე უნდა გაიცეს ახალი საგარანტიო ფურცელი. 1-ელ ნოემბრამდე გაცემული საგარანტიო ფურცლები უქმდება. გთხოვთ, უზრუნველყოთ სამედიცინო მოთხოვნების ხელახლა გადმოგზავნა პაციენტებთან კომუნიკაციით.




სამედიცინო დაწესებულებების საყურადღებოდ!


გაცნობებთ, რომ 31 ოქტომბერს 18:00 საათიდან  18:30 საათამდე დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების გამო შემთხვევების რეგისტრაციის მოდული და მიმართვების ადმინისტრირების მოდული იმუშავებს შეფერხებით.




1 ნოემბრიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში DRG დაფინანსების მოდელი ამოქმედდება. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე




საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში DRG მოდელის დანერგვასთან დაკავშირებით, სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში ნებისმიერი დიაგნოზის (მ.შ. ხელოვნური კოდის) დამატებისას მიუთითეთ გამოყენებული შესაბამისი ICD10/NCSP კლასიფიკატორები სრულად.


მაგ: ხელოვნური კოდი - S600229 დიაგნოზის დაზუსტებაში უნდა მიუთითოთ შესაბამისი ICD10 - S82.0 და NCSP - NGSJ40 - მუხლის ან წვივის მოტეხილობის შიდა ფიქსაცია… არ მიუთითოთ მხოლოდ ZYZA00 - სტაციონარი.


გამოყენებული NCSP კოდების ზუსტად და სრულად მითითება მნიშვნელოვანია შემთხვევის DRG კოდში სწორად დაჯგუფებისათვის, რათა DRG მოდელის საბოლოო დანერგვის შემდეგ, თავიდან იქნეს აცილებული გაურკვევლობები.


ასევე მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად არ იქნას გამოყენებული დაუზუსტებელი/ზოგადი ICD10/NCSP კოდები.


მიუთითეთ დიაგნოზების და ჩარევების კოდები ჩაშლილ/ქვედა დონეზე, რომ სწორად დაჯგუფდეს.


მიმდინარე ეტაპზე, DRG მოდელის საბოლოო დანერგვამდე, აღნიშნული არ მოახდენს გავლენას სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე.





სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში, სამედიცინო ისტორიის მითითების ველზე, დაიდო შემდეგი პირობა: აღნიშნულ ველში შეტანილი სამედიცინო ისტორიის ნომერი უნდა იყოს უნიკალური სამედიცინო დაწესებულებისა და მიმდინარე წლის ფარგლებში. ისეთი შეტყობინების დატოვების დროს, რომელთაც ერთი და იგივე ისტორიის ნომერი აქვთ(მაგ. ქიმიოთერაპია, ვაქცინაცია და ა.შ.), ელექტრონულ პროგრამაში დაფიქსირების მიზნით, შეგიძლიათ გამოყოთ წილადით. მაგ: ..../1, ..../2. ..../3.




საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში DRG მოდელის დანერგვასთან დაკავშირებით, სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში ნებისმიერი დიაგნოზის (მ.შ. ხელოვნური კოდის) დამატებისას მიუთითეთ გამოყენებული შესაბამისი ICD10/NCSP კლასიფიკატორები სრულად.


მიმდინარე ეტაპზე, DRG მოდელის საბოლოო დანერგვამდე, აღნიშნული არ მოახდენს გავლენას სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე.




სამედიცინო დაწესებულებების საყურადღებოდ!



გაცნობებთ, რომ გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების გამო, დღეს 18.09.2022 16:00 სთ- დან 00:00 სთ-მდე გაითიშება ელექტრონული ანგარიშგების მოდული. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.




ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მართვის

მიმწოდებელთა საყურდღებოდ!

 

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 22 აგვისტოს N428დადგენილებით (ცვლილება 12.01.2022 N4 დადგ.) COVID 19 მართვის პროგრამაშიგანხორციელებული ცვლილებების შესაბამისად,

გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი:

 

1. შემთხვევა, რომელიც ექვემდებარება თერაპიულ ინტერვენციებს და არ იმართება რეანიმაციულ განყოფილებაში − ანაზღაურდება 950 ლარით. ასევე,  როდესაც მკურნაკლობა მიმდინარეობდა, როგორც თერაპიულ  ასევე  რეანიმაციულ განყოფილებაში და თერაპიულ განყოფილებაში გატარებული დღეების რაოდენობა აღემატება, რეანიმაციულ განყოფილებაში გატარებული დღეების რაოდენობას − ანაზღაურდება 950 ლარით.

2. როდესაც პაციენტი სტაციონარული მკურნალობის განმავლობაში გარკვეული პერიოდი საჭიროებს ინვაზიურ და/ან არაინვაზიურ ვენტილაციას სიპაპით/ბიპაპით/მაღალი ნაკადის აპარატით რეანიმაციულ განყოფილებაში ამასთან, რეანიმაციულ განყოფილებაში გატარებული დღეების რაოდენობა აღემატება თერაპიულ განყოფილებაში გატარებული დღეების რაოდენობას − ანაზღაურდება 4500 ლარით;

 

,,დ.ბ.ა.ა“ (950 ლარი -თერაპიული შემთხვევა) და ,,დ.ბ.ა.ბ.“ (4500 ლარი- რანიმაციული შემთხვევა) ქვეპუნქტებით დიფერენცირებული შემთხვევებისთვის დაწესებული ტარიფები მოიცავს პაციენტის მკურნალობასთან ან/და დიაგნოსტიკასთან დაკავშირებულ ხარჯებს (მათ შორის, კვება), ასევე სამედიცინო პერსონალის ხელფასებს, კომუნალურ და საკანცელარიო/სამეურნეო ხარჯებს.

 

ტარიფში გათვალისწინებულია, კონკრეტული პაციენტის სამედიცინო მომსახურების დაწყებიდან მის დასრულებამდე პერიოდში COVID 19-ის და მისი გართულებების, მძიმე პნევმონიის, მრდს-ის, თრომბოემბოლიზმის, ციტოკინების გამოთავისუფლების სინდრომის - ე.წ. „ციტოკინური შტორმის“, ბაქტერიული გართულებების, სეფსისის, სეპტიური შოკის, პოლიორგანული უკმარისობის და სხვა მძიმედა კრიტიკული მდგომარეობების მკურნალობის ხარჯები.

 

ასევე გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ COVID 19-ისა დამისი გართულებების მართვის ხარჯის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში მოთხოვნის შემთხვევაში, არ ანაზღაურდება.

 

ამასთან, ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული პაციენტის ინვაზიურ და/ან არაინვაზიურ ვენტილაციაზე სიპაპით/ბიპაპით/მაღალი ნაკადის აპარატით რეანიმაციულ განყოფილებაში ყოფნის დღეების რაოდენობა. რის საფუძველზეც, შემთხვევა უნდა შეფასდეს ან როგორც თერაპიული ან როგორც რეანიმაციული. შესაბამისად, ერთი შემთხვევის ფარგლებში ორივე კოდის (თერაპიული+რეანიმაციული) მოთხოვნა დაუშვებელია.





საქართველოს მთავრობის 2022 წლის 22 აგვისტოს N428  დადგენილებით ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID 19) მართვის პროგრამაში განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე დროებით შეზღუდულია შესრულებების გადმოგზავნა. გთხოვთ, გადახედოთ სამუშაო ვერსიაში ატვირთულ შემთხვევებს, გადაამოწმოთ შეტყობინებებში დაფიქსირებული ხელოვნური კოდების ვალიდურობა და საჭიროების შემთხვევაში დაარედაქტიროთ შემთხვევები და თავიდან ატვირთოთ.




დაწესებულებების საყურადღებოდ!

2022 წლის 23 აგვისტოდან განისაზღვრა COVID-19-ის მართვის ახალი ხელოვნური კოდები. (იხ. ლინკზე)

გთხოვთ, სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში 22 აგვისტოს ჩათვლით დატოვებული შეტყობინებები ჩაანაცვლოთ ძველი ხელოვნური კოდებით (2000... ან 2100... )ხოლო 23 აგვისტოდან დამდგარი შემთხვევები ჩაანაცვლოთ ახალი ხელოვნური კოდით (2200....)

დღეს 15:35 წუთზე გაითიშება მიმართვების მოდული საყოველთაოს მხარე, ხოლო  კლინიკების მხარეს საყოველთაოს მიმართვების მოდული გაითიშება 15:50 დან 16:10 მდე




სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში, კოვიდ შემთხვევები დროებით დატოვეთ ICD10 / NCSP კოდებით, რომელსაც შესრულებული სამუშაოს წარმოდგენამდე ჩაანაცვლებთ შესაბამისი ხელოვნური კოდით.




სამედიცინო დაწესებულებების საყურადღებოდ!

 

გაცნობებთ, რომ 24 ივნისს23:00 საათიდან 25 ივნისის 06:00 საათამდე დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების გამო სამინისტროს ვებგვერდიდა ელექტრონული სერვისები იმუშავებს შეფერხებით.





სამედიცინო დაწესებულებების საყურადღებოდ!

ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, ყველა იმ შემთხვევაზე, რომელზეც სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე ჩატარებულია რადიოლოგიური კვლევა (რენტგენოლოგია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია, კორონაროგრაფია, სტენტირება), სათანადოდ ხელმოწერილი და დამოწმებული დასკვნის ატვირთვა უნდა განახორციელოთ  სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში. 


დამატებით, შესაძლებელია სადიაგნოსტიკოდ მნიშვნელოვანი კვლევების სურათის (კვლევის სურათზე უნდა იყოს პაციენტის მონაცემები - სახელი, გვარი, პ/ნ და კვლევის თარიღი) ატვირთვა შესაბამისი ფაილის ფორმატით. (jpg, png, jpeg, pdf, dicom)

საანგარიშგებო დოკუმენტაციასთან ერთად, სააგენტოში კვლევები (კორონაროგრაფია, სტენტირება) წარმოდგენილ უნდა იქნეს ელექტრონული ფორმატით (CD დისკი).

პროგრამის პირობების თანახმად, სააგენტო იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტაციის გამოთხოვის თაობაზე.



სამედიცინო დაწესებულებების საყურადღებოდ!

სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე ჩატარებული რადიოლოგიური კვლევების (რენტგენოლოგია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია, კორონაროგრაფია, სტენტირება) ატვირთვა უნდა მოახდინოთ  სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში. სადიაგნოსტიკოდ მნიშვნელოვანი კვლევების სურათი (კვლევის სურათზე უნდა იყოს პაციენტის მონაცემები - სახელი, გვარი, პ/ნ და კვლევის თარიღი) დასკვნასთან ერთად უნდა აიტვირთოს შესაბამისი ფაილის ფორმატით (.jpg , .png , .jpeg , .pdf )




სამედიცინო დაწესებულებების საყურადღებოდ!



გაცნობებთ, რომ გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების გამო, დღეს 20.05.2022 21:30 სთ-დან გაითიშება ჯანმრთელობის დაცვის ელექტრონული სისტემები. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.




სამედიცინო დაწესებულებების საყურადღებოდ!



გაცნობებთ, რომ გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების გამო, დღეს 19.05.2022 22:00 სთ-დან გაითიშება ჯანმრთელობის დაცვის ელექტრონული სისტემები. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.



სამედიცინო დაწესებულებების საყურადღებოდ!


გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების გამო საინფორმაციო პორტალი დახურულია სამუშოების დასრულებამდე, ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.




 სამედიცინო დაწესებულებების საყურადღებოდ!

 

COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ბინაზე დისტანციური მართვის კომპონენტში ანგარიშის წარმოსადგენად უნდა შებრძანდეთ ელ. ანგარიშგების მოდულში, აირჩიოთ საანგარიშგებო ფორმაზე  "N42-COVID-19-ისდადასტურებული შემთხვევების ბინაზე დისტანციური მართვა" მიუთითოთ საანგარიშგებო პერიოდი და გადმოგზავნა.





გაცნობებთ, რომ  სახელმწიფო სერვსების განვითარების სააგენტოს გეგმიური ტექნიკური სამუშაოების გამო, სამოქალაქო სერვისით სარგებლობისას შესაძლოა დროებით დაფიქსირდეს შეფერხება 2022 წლის 21 აპრილის 19:00 სათიდან 2022 წლის 26 აპრილის დილის 08:00 სთ-მდე პერიოდში





სამედიცინო დაწესებულებების საყურადღებოდ!


1. საჭიროების შემთხვევაში, ოჯახის ექიმის მიმართვის საფუძველზე, ბინაზე მყოფი COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზის მქონე ბენეფიციარების ამბულატორიულ დიაგნოსტიკა დაფინანსდება მხოლოდ 2022 წლის 5 აპრილამდე გაცემული მიმართვების საფუძველზე.


2022 წლის 5 აპრილიდან საჭიროების შემთხვევაში, ოჯახის ექიმის მიერ გაიცემა მიმართვა და დაფინანსდება მხოლოდ ბინაზე მყოფი COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზის მქონე ორსულების ამბულატორიული დიაგნოსტიკა.


2. 2022 წლის 7 აპრილიდან დამდგარ შემთხვევებზე შეწყდა COVID-19-ის შესაძლო შემთხვევის დიაგნოსტიკის დაფინანსება - ხელოვნური კოდი 200014





სამედიცინო დაწესებულებების საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ მობილიზაციის სქემიდან გამორთულ სამედიცინო დაწესებულებებისა და ნებისმიერ სტაციონარულ დაწესებულებაში - ამავე დაწესებულების ბაზაზე მკურნალობაზე მყოფი პაციენტების და/ან სამედიცინო პერსონალის COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ადგილზე მართვისთვის 15 მარტიდან დამატებულია საწოლდღის ღირებულებისთვის ერთი და იმავე შინაარსის და ღირებულების (არაუმეტეს 100 ლარისა) ფინანსური ერთეული(ხელოვნურ კოდი).

,,მობილიზაციის სქემიდან გამორთულ სამედიცინო დაწესებულებებისა“ და სხვა დაწესებულებისთვის (დაწესებულების ბაზაზე მკურნალობაზე მყოფი პაციენტების და/ან სამედიცინო პერსონალის მკურნალობა) კოდებს აქვს სხვადასხვა ნუმერაცია.


კოდის დამატება უნდა მოხდეს მთლიან ჰოსპიტალიზაციის პერიოდზე, როგორც თერაპიულზე, ასევე რეანიმაციულ მომსახურებაზე. შესაბამისად, ფაქტობრივი ხარჯის ატვირთვისას, დაწესებულებამ თერაპიულ და რეანიმაციულ კოდებზე უნდა მოითხოვოს მხოლოდ პაციენტის მკურნალობასთან ან/და დიაგნოსტიკასთან დაკავშირებული ხარჯები (მ.შ., კვების ჩათვლით), ხოლო საწოლდღის (არაუმეტეს 100 ლარი) კოდზე (200021/V; 210021/V) მხოლოდ სამედიცინო პერსონალის ხელფასები, კომუნალური და ასევე საკანცელარიო/სამეურნეო ხარჯები.


კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ საკონტაქტო პირს:

მაია მელიქიძე 599 282 001


https://nha.gov.ge/ge/c/20.21.covid19





სამედიცინო დაწესებულებების საყურადღებოდ!


საინფორმაციო პორტალი გაიხსნა დღეს 31.03.2022 და დაიხურება 06.04.2022-ში 18:00 საათზე.





დაწესებულებების საყურადღებოდ!


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 25 მარტის ბრძანება №01-26/ნ შესაბამისად  სამედიცინო დაწესებულებებმა ჰოსპიტალიზებულ პაციენტებზე (კოვიდის დიაგნოზით) 27 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით კლინიკიდან გაწერისას  უნდა გასცენ ცნობა საარჩევნო უბანზე წარსადგენად ბრძანების დანართის  მიხედვით.




დაწესებულებების საყურადღებოდ!



ქრონიკული მედიკამენტების გამოწერა უნდა განხორციელდეს განახლებული ელექტრონული რეცეპტის სისტემაში.
იხილეთ ბმული:
პროგრამული მედიკამენტების რეცეპტის გამოწერა




სამედიცინო დაწესებულებების საყურადღებოდ!!!


ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, ყველა იმ შემთხვევაზე, რომელზეც სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე ჩატარებულია რადიოლოგიური კვლევები (რენტგენოლოგია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია), კორონაროგრაფია, სტენტირება, საანგარიშგებო დოკუმენტაციასთან ერთად, სააგენტოში კვლევები წარმოდგენილ უნდა იქნეს ელექტრონული ფორმატით (CD დისკი).




დაწესებულებების საყურადღებოდ!


ქრონიკული მედიკამენტების გამოწერა უნდა განხორციელდეს განახლებული ელექტრონული რეცეპტის სისტემაში. იხილეთ ბმული: პროგრამული მედიკამენტების რეცეპტის გამოწერა




სამედიცინო დაწესებულებების საყურადღებოდ!



გაცნობებთ, რომ გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების გამო, დღეს 08.02.2022 22:00 სთ-დან 23:55 სთ-მდე  გაითიშება ჯანმრთელობის დაცვის ელექტრონული სისტემები.



ონლაინ კლინიკის ექიმთა საყურადღებოდ!


მსუბუქად მიმდინარე COVID 19 ით დაავადებულ  პაციენტთა ბინაზე მართვის შემთხვევაში კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევების რუტინულად დანიშვნა რეკომენდირებული არ არის!  იხილეთ ,,ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მსუბუქი შემთხვევების ბინაზე მართვის პროტოკოლი.  პროტოკოლის გვერდი: 20-21.  რეკომენდაცია: R28-R29-R30-R31.    გთხოვთ, იხელმძღვანელოთ მითითებული რეკომენდაციებით.


იხილეთ: 




მიმწოდებლების საყურადღებოდ!

 

სსიპ-ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ბრძანებით, მტკიცდება  „ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო შემთხვევების შერჩევითი მონიტორინგის წესიდა მონიტორინგის ოქმის ფორმა.


მონიტორის მიერ მონიტორინგის  ოქმი გაფორმდება პროგრამის განმახორციელებლის სახელით, იმ სამედიცინო შემთხვევებზე, რომლებიც მონიტორინგის შედეგების მიხედვით (მათ შორის, მოსარგებლის სტაციონარში დაუსაბუთებლად დაყოვნების ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში), არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.


შემთხვევებზე, რომლებზეც გაფორმდება მონიტორინგის ოქმი ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებმიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტაცია ინსპექტირებასა და განსხვავებულ კლასიფიცირებას არ დაექვემდებარება.



მონიტორინგის ოქმის გასაჩივრება შესაძლებელი იქნება სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადებში.


ხსენებული ბრძანებისა და მისი დანართების გაცნობა შესაძლებელი იქნება სააგენტოს ვებ-გვერდისhttps://nha.gov.ge- მეშვეობით.





პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების საყურადღებოდ!



"Covid-19-ის დადასტურებული შემთხვევების ბინაზე დისტანციური მართვის" ქვეკომპონენტზე ბენეფიციარის რეგისტრაციის შესახებ დამატებითი ინსტრუქციები იხილეთ: 


რეგისტრაციის პირობები,   პორტალზე ბენეფიციარის რეგისტრაცია


ტექნიკური მზარდაჭერისთვის მოგვმართეთ ელ. მისამართზე: [email protected]e




სამედიცინო დაწესებულებების საყურადღებოდ!


სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ბრძანების N 10-7/ო თანახმად, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან დამდგარ შემთხვევებზე ანაზღაურება განხორციელდება 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მოქმედი ტარიფებით.

 

იხილეთ ბრძანება

 




სამედიცინო დაწესებულებების საყურადღებოდ!



საინფორმაციო პორტალი გაიხსნა დღეს 17.12.2021 და დაიხურება 24.12.2021-ში 18:00 საათზე.




გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებისა და 

სპეცდაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების საყურადღებოდ!!!!


"60 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით, ოჯახის/უბნის/სოფლის ექიმისა და ექთნის მიერ სამიზნე მოსახლეობის აცრის წინა ჩაღრმავებული კონსულტირების" ქვეკომპონენტზე ანაზღაურების მოთხოვნა შეგიძლიათ "N41 Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაციის" საანგარიშგებო ფორმით, ელექტრონულ ანგარიშგების მოდულში სამედიცინო დაწესებულებებისთვის.




გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებისა და 

სპეცდაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების საყურადღებოდ!!!!


გაცნობებთ, რომ აღნიშნული დაწესებულებები განისაზღვრა ,,60 წლისა და მეტი ასაკის მოსახლეობაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით, ოჯახის/უბნის/სოფლის ექიმისა და ექთნის მიერ სამიზნე მოსახლეობის აცრის წინა ჩაღრმავებულ კონსულტაციის „  კომპონენტის  მიმწოდებელად.


კომპონენტის ფარგლებში - ექიმისა და ექთნის მიერ კონსულტაციის შედეგად სამიზნე (სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციისა და კერძო დაზღვევით სარგებლობის მიუხედავად) მოსახლეობის:


პირველი დოზით აცრის შემთხვევაში − ანაზღაურება განისაზღვრება 10 ლარით;


მეორე დოზით აცრის შემთხვევაში − ანაზღაურება განისაზღვრება 10 ლარით.


მონაცემ(ებ)ი, ჩაღრმავებული კონსულტაციის თაობაზე, უნდა დარეგისტრირდეს  ,,იმუნიზაციის მოდულში“.

 




გაცნობებთ, რომ ამა წლის 
16 სექტემბერს  20:30 საათიდან 21:00 საათამდე დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების გამო გაითიშება ელექტრონული ანგარიშგების მოდული.



გაცნობებთ, რომ გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოებიდან გამომდინარე, 8 სექტემბერს 18:00 საათიდან 00:00 საათამდე გაითიშება ელექტრონული ანგარიშგების მოდული.




დაწესებულებების საყურადღებოდ


როგორც შეხვედრებზე ვისაუბრეთ,  EHR (electronic health record) ის მენეჯერის მოდულში დაემატა კალკულაციის სექცია, რომელიც მოიცავს ექიმის გვერდიდან შეტანილ ეპიზოდებზე ფინანსური ინფორმაციის დამატებას.  
აღნიშნულ მოდულზე ტექნიკური სამუშაოები დასრულებულია, პორტალის თქვენს პროგრამასთან მორგება/ადაპტაციისთვის  გამოყოფილია ვადა მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე და გთხოვთ გაითვალისწინოთ!
სექციის შევსება, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს საპილოტე რეჟიმში, ხოლო 2021 წლის 1 ოქტომბრიდან სტაციონარული შემთხვევებისთვის გახდება სავალდებულო.

გთხოვთ გააცნოთ  EHR მოდულის ტექნიკური მახასიათებლები თქვენს IT სამსახურებს და დეველოპერულ ორგანიზაციებს, (კალკულაციის მეთოდისათვის საჭირო ყველა XML შაბლონი და ინფორმაცია დაარქივებული ფაილების სახით თან ერთვის წერილს).

კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით სამინისტროს IT სპეციალისტს ბატონ მიშა პაპავას: [email protected] 
აღწერა : კალკულაციისათვის ყველა საჭირო მონაცემების გამოგზავნა რედაქტირების სერვისი . 
სერვისის მისამართი : http://ehr.moh.gov.ge:88/WS.asmx?wsdl
მეთოდი : SendCalculation 
პარამეტრები : 
UserName : მომხმარებელი შემთხვევების რეგისტრაციის მოდულიდან .
UserPass : პაროლი შემთხვევების რეგისტრაციის მოდულიდან .
EHRID : ეპიზოდის უნიკალური ნომერი
EHRXml : XML String .
 
დამატებითი ინსტრუქციები შეგიძლიათ იხილოთ სამინისტროს ვებ-გვერდზე https://www.moh.gov.ge/ka/695/

გთხოვთ, ვისაც არ მიგიღიათ ელ. ფოსტაზე ინფორმაცია მოგვწერეთ [email protected] და [email protected] დამატებით გადმოგეგზავნებათ დანართები.




გაცნობებთ, რომ ამა წლის 23 აგვისტოს 23:00 საათიდან 24 აგვისტოს 03:00 საათამდე დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების გამო სამინისტროს ვებგვერდი და ელექტრონული სერვისები იმუშავებს შეფერხებით.





ყურადღება! მიმდინარეობს კლინიკებთან ონლაინ შეხვედრები EHR პროგრამაში ცვლილებებთან დაკავშირებით. თუ თქვენი კლინიკის ელ. მისამართზე არ მიგიღიათ შეტყობინება, გთხოვთ მოგვწეროთ: [email protected];  [email protected]




"2021 წლის 15-17 მაისის No 01-47/- No 713 ერთობლივი ბრძანებით შევიდა ცვლილებადაბადებისა და გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის ფორმების, მათი შევსებისა და გაგზავნის, სსიპსახელმწიფოს ერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ბრძანებაში, რის მიხედვითაც გადაიხედა და შეიცვალა COVID-19- სიკვდილის გამომწვევ ძირითად მიზეზად განსაზღვრის განმარტება, ასევე შეიცვალა გარდაცვალების სამედიცინო ცნობის შევსების წესი და წარმოდგენილია ცნობის შევსების ინსტრუქცია. ცვლილების ბრძანების და სამედიცინო ცნობის შევსების ინსტრუქცია იხილეთ სამინისტროს ვებ გვერდზე, გაიდლაინების დანაყოფშიhttps://www.moh.gov.ge/ka/guidelines/  სათაურით: „COVID-19-თან დაკავშირებული სიკვდილის მიზეზების განსაზღვრისა და გარდაცვალების სამედიცინო ცნობის შევსების ინსტრუქციების შესახებ.




სამედიცინო დაწესებულებების საყურადღებოდ !!! 


საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 4 აგვისტოს ბრძანება No01-33/ნ,  დაწესებულებები ვალდებულები არიან 21 მაისის 20:00 საათამდე, საინფორმაციო პორტალზე სრულად მოახდინონ  პასპორტიზაციის მონაცემების განახლება/შევსება.  შეუსრულებლობის შემთხვევაში გათვალისწინებილი იქნება ბრძანებით განსაზღვრული ადმინისტრაციული ზომები.




სამედიცინო დაწესებულებების საყურადღებოდ!



გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე და იხილოთ ჰემატოლოგ ექსპერტთა პანელის შუალედური რეკომენდაციები COVID-19-ის ვაქცინებით გამოწვეული თრომბოზისა და თრომბოციტოპენიის (VITT) საკითხებზე.


გასათვალისწინებელია, რომ ეს არის განახლებადი დოკუმენტი, რომელიც შეიცვლება დამატებითი ინფორმაციის გაჩენისთანავე.





გაცნობებთ, რომ გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოებიდან გამომდინარე, 23 აპრილს, 12:00 საათიდან 13:00 საათამდე გაითიშება ელექტრონული ანგარიშგების მოდული.




სამედიცინო დაწესებულებების საყურადღებოდ❗❗

კოხლეარული იმპლანტის მქონე ბენეფიციარების რეაბილიტაციის კომპონენტის ფარგლებში იწყება სამედიცინო დაწესებულებების რეგისტრაცია ❗

1. ოპერაციის შემდგომ, პერიოდულად, კოხლეარული იმპლანტის მორგება-რეგულირების (არანაკლებ 12 პროცედურისა) მომსახურება;
2. ლოგოპედის (მეტყველების თერაპევტის) მომსახურება (არაუმეტეს 8 გაკვეთილისა თვეში). 

გადადით ბმულზე და შეავსეთ განაცხადის ფორმა
განაცხადს თან უნდა ერთვოდეს მითითებული საქმიანობ(ებ)ის შესაძლებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.




გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებების საყურადღებოდ!


საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების N1 დანართის N23 მუხლის მეორე მუხლით განსაზღვურილი პირობის თანახმად, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლე პირს პროგრამით განსაზღვრული მომსახურების მისაღებად საჭირო რეგისტრაციისათვის აქვს თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებს შორის იმ პირობით,რომ მოსარგებლეს სამედიცინო დაწესებულების შეცვლა შეუძლია ყოველ ორ თვეში ერთხელ.

გთხოვთ, გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიწოდება განახორციელოთ ზემოაღნიშნული დადგენილებისა და პროგრამასთან დაკავშირებული კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. კერძოდ, ბენეფიციარის მომართვის/მოთხოვნის საფუძველზე შეუფერხებლად მოახდინოთ მისი მონაცემების ელექტრონული რეგისტრაციის გაუქმება.





გეგმიურ სერვისებთან დაკავშირებით, 2020 წლის ივლისიდან ატვირთული მოთხოვნები, უნდა გადმოიგზავნოს ხელახლა, მოთხოვნის დამტკიცების ვადის ათვლა დაიწყება პირველად გადმოგზავნილი მოთხოვნის თარიღიდან.






როგორც თქვენთვის ცნობილია, ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გეგმით პირველ ეტაპზე გათვალისწინებულია ჯანდაცვის მუშაკების ვაქცინაცია.ამ მიზნისთვის შემუშავებულია ვაქცინაციის პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებისთვის შერჩევის კრიტერიუმები, რომელიც დამტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ასევე, მომზადებულია, COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესების დამტკიცების შესახებ “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების პროექტი, სადაცა ღწერილია იმუნიზაციის პროცესის დეტალები და ის, თუ რა მოთხოვნები უნდა შეასრულოს სამედიცინო დაწესებულებამ აცრების წარმოების პროცესში.


აღნიშნული დოკუმენტების პროექტები იხილეთ ბმულზე. გთხოვთ გაეცნოთ და პირველ რიგში 7 თებერვლამდე დაგვიდასტუროთ თქვენი ინტერესი ულტრა ცივი ჯაჭვის ვაქცინით აცრის პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე. რეგულირების სააგენტო დაიწყებს ვიზიტებს კლინიკებში მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, რათა დროულად მოხდეს შესაბამისობის დამადასტურებელი დასკვნის გაცემა.



დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის,


https://www.moh.gov.ge/uploads/files/2019/Failebi/imunizmis_martvis_wesebi_covid-19.pdf 



https://www.moh.gov.ge/uploads/files/2019/Failebi/shemoklebuli_informacia.pdf






მოგახსენებთ, რომ COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის შესაბამისად, ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ყველა პირი წარმოადგენს პრიორიტეტულ ჯგუფს, რომელთა ვაქცინაცია დაგეგმილია პირველ ეტაპზე.

 

იმუნიზაციის პროცესის ეფექტიანად უზრუნველყოფის მიზნით, გთხოვთ პორტალზე www.portal.ncdc.ge მოდულში „სისტემის მომხმარებლები“  ფილიალების მიხედვით ა.წ. 5 მარტის ჩათვლით, შეიყვანოთ ინფორმაცია თქვენს დაწესებულებაში დასაქმებულ ყველა სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალის შესახებ.  თითოეულმა დაწესებულებამ უნდა გამოყოს ვაქცინაციისთვის მობილიზაციაზე პასუხისმგებელ პირი (პასუხისმგებელი პირის შესახებ მოდულში მიეთითოს ინფორმაცია „როლების კატეგორიაში“, ასევე მიეთითოს ამ პირის საკონტაქტო ნომერი და ელ. ფოსტა). დაწესებულებაში დასაქმებული ყველა პირისთვის უნდა განისაზღვროს რისკების კატეგორია (მაღალი, საშუალო, დაბალი) ქვემოთ მოცემული კრიტერიუმების მიხედვით:

 

რისკის კატეგორიები:

 

მაღალი რისკი: SARS-Cov-2-თან ექსპოზიციის რისკის ქვეშ მყოფი პერსონალი,  ახლო კონტაქტში დაავადებულ ან საეჭვოდ დაავადებულ პირებთან, შეხებაში ვირუსით დაბინძურებულ საგნებთან:

სამედიცინო პირი:

1) მიმდინარე კოვიდ კლინიკაში მომუშავე ყველა სამედიცინო პირი, მათ გარდა ვინც მხოლოდ დისტანციურად მუშაობს;

2) არაკოვიდ კლინიკაში მომუშავე ექიმი(მ.შ. უმცროსი ექიმი) რეზიდენტი, ექთანი, სანიტარი/მომვლელი დაკავებული შემდეგ დარგებში: ანესთეზია-რეანიმაცია, კრიტიკული მედიცინა, გადაუდებელი მედიცინა; სასწრაფო დახმარება; ინფექციის კონტროლი / ეპიდემიოლოგია / საზოგადოებრივი ჯანდაცვა ჩართული ტესტის აღებაში;

3) ლაბორატორიის სპეციალისტები ჩართულიტესტის აღებაში/ ანალიზში.

არასამედიცინოპირი: დაცვის თანამშრომლები, სასწრაფოს მძღოლები

 

საშუალო რისკი: პერსონალი კონტაქტში მყოფი მოსახლეობასთან, რომელსაც არ მოეთხოვება კონტაქტი დაავადებულ ან საეჭვოდ დაავადებულ პირებთან; სამუშაო დაკავშირებულია  ხალხმრავალ ადგილებთან, სადაც დისტანციის დაცვა გართულებულია ან მოითხოვება ახლო და ხშირი კონტაქტი თანამშრომლებთან. 

ყველა სხვა სამედიცინოდა არასამედიცინო პირი დასაქმებული ჯანდაცვის სექტორში, მათ გარდა ვინც მხოლოდ დისტანციურად მუშაობს.

დაბალი რისკი: პერსონალი, რომელსაც არ მოეთხოვება ხშირი, ახლო კონტაქტი მოსახლეობასთან ან საეჭვოდ დაავადებულ პირებთან.

სამედიცინო და არასამედიცინო პირები: მხოლოდ ტელემედიცინაში ჩართული სამედიცინო პირები, დისტანციურად მომუშავე ადმინისტრაციული საქმიანობით დაკავებული პირები.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ ცხელ ხაზზე 116 001 11 ან ელექტრონულ მისამართზე [email protected] (subject: covid19 vaccination).

 





გაცნობებთ, რომ აუცილებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 17 იანვარს 00:00 საათიდან 00:30 საათამდე შეიზღუდება დიალიზის, გეგმიური ამბულატორიისა და მასთან დაკავშირებულ მოდულებთან წვდომა.





„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების დანართი N 1.8 განსაზღვრული ,, ერთ/ორკამერიანი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორით და რესინქრონიზატორ-დეფიბრილატორით“, უზრუნველყოფის საკითხზე, 2020 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №10-55/ო განისაზღვრა  დეფიბრილატორების სამედიცინო დაწესებულებებისთვის გადაცემა/განაწილების წესი და ამ პროცესის მართვის დამატებითი პირობები (2020 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №10-55/ო დანართი №6) პირის კომპონენტის მოსარგებლედ ცნობა/რეგისტრაციის  მიზნებისათვის, მიმწოდებელი ვალდებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა; შემდგომში-ცნობა) მიუთითოს პაციენტის მკურნალობისათვის საჭირო საქონლის ჩამონათვალი კოდების მითითებით (არასრული კომპლექტის საჭიროების შემთხვევაში) ან კომპლექტის ნომერი, სრული კომპლექტის საჭიროებისას, სააგენტოს დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით  დამტკიცებული საქონლის ნუსხის, ფუნქციური მახასიათებლებისა და მწარმოებლის კოდების, აგრეთვე, ამ ნუსხით გათვალისწინებული საქონლის შესაძლო კომპლექტაციების შესაბამისად  (2020 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №10-55/ო დანართი №1 და №2 )







,,ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მართვის", ,,იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვთა სტაციონარული მომსახურებისა" და ,,აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულთა სტაციონარული მომსახურებით უზრუნველყოფის" კომპონენტების ფარგლებში, სამედიცინო შემთხვევათა რეგისტრაციის მოდულში შეტყობინების გაკეთებისას, დაფინანსების წყაროდ უნდა აირჩიოთ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.






სამედიცინო დაწესებულებების საყურადღებოდ!

 

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციით COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების სიკვდილობის შემთხვევების სავალდებულო შეტყობინების ფორმისა და წესის დამტკიცების შესახებსაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 20 ოქტომბრის No01-508/ ბრძანებაში განხორციელდა ცვლილება (ბრძანება No01-573/ 1.12.2020 .), რომლის თანახმად სამედიცინო დაწესებულებებმა ახალი კორონა ვირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციით გარდაცვლილი პაციენტების სამედიცინო დოკუმენტაციის მიწოდება სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულისთვის უნდა განახორციელონ სამინისტროს წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში. COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების სიკვდილობის შემთხვევების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თვის შეტყობინების დაუყოვნებლივ მიწოდების სხვა მოთხოვნები არ შეცვლილა.




სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებების საყურადღებოდ!
 
 
ნებისმიერ სტაციონარულ დაწესებულებას (გარდა 2020 წლის 19 სექტემბრის № 01-467/ო ბრძანებით განსაზღვრული მობილიზებული დაწესებულებებისა) ევალება ამავე დაწესებულების ბაზაზე მკურნალობაზე მყოფი პაციენტების და/ან სამედიცინო პერსონალის COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ადგილზე მართვა.

აღნიშნულ შემთხვევებში შეტყობინება უნდა გაკეთდეს ხელოვნური კოდით 200016/V - COVID-Positive - დაწესებულების ბაზაზე მკურნალობაზე მყოფი პაციენტების და/ან სამედიცინო პერსონალის COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ადგილზე მართვა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 200016/V კოდის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შეთხვევებში, როდესაც ხდება დადასტურებული შემთხვევების ადგილზე მართვა!




სამედიცინო დაწესებულებების საყურადღებოდ!


სამედიცინო დაწესებულებები რომლებიც არ არიან ჩართული COVID-19-ის მართვის პროგრამაში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია დაწესებულებაში თვის განმავლობაში მოხმარებული ჟანგბადის ოდენობის შესახებ (ჟანგბადის წლიური საშუალო მაჩვენებელი თვეზე გადაანგარიშებით ლიტრებში), ხოლო მათ ვისაც აქვს საკუთარი ჟანგბადის გენერატორი/კონცენტრატი რამდენია თვიური წარმადობა.

 

გთხოვთ, ინფორმაცია მოგვაწოდოთ 18.11.2020-მდე, შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected]





სამედიცინო დაწესებულებების საყურადღებოდ:


22:00-05:00 აათის პერიოდში პაციენტის გადაადგილების საჭიროების შემთხვევაში (მათ შორის ავადმყოფის გაწერა) კლინიკა გასცემს ცნობას თარიღის, პაციენტის/თანმხლები პირის მონაცემების და მანქანის ნომრის მითითებით.

 

იმ შემთხვევაში, თუ ექიმს უწევს შეზღუდვის პერიოდში გადაადგილება და მის ტრანსპორტირებას ახდენს სხვა პირი, ექიმის ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელ პირს თან უნდა ქონდეს კლინიკის მიერ გაცემული ცნობა გადაადგილების საჭიროების დასაბუთების, თანმხლები პირის მონაცემის და მანქანის მონაცემის მითითებით.

 

⚠️ დიალიზზე მყოფ პირებს შეზღუდვების დროს გადაადგილებისას თან უნდა ქონდეთ კლინიკის მიერ გაცემული ცნობა, ხოლო ვინც ახდენს მათ ტრანსპორტირებას მათ არ სჭირდებათ არც კლინიკის ცნობა და არც გადაადგილების საშვი.

 

⚠️ სამედიცინო დაწესებულებაში გადაუდებელი ვიზიტის საჭიროების შემთხვევაში, პირი ერთჯერადი საშვისთვის მიმართავს 144-1. აუცილებელია, რომ პაციენტებს გადაადგილება არ შეეზღუდოთ და ამით საფრთხე არ შეექმნას მათ ჯანმრთელობას.




ოჯახის (უბნის) ექიმების საყურადღებოდ!



COVID-19 ინფექციის ეფექტური მართვის მიზნით 27.10.20-დან ოჯახის (უბნის) ექიმს დაევალა საკუთარ ბენეფიციარზე მონიტორინგის განხორციელება ბინაზე მართვის პროტოკოლის შესაბამისად.

პროტოკოლი იხილეთ : 
https://www.moh.gov.ge/ka/guidelines/


COVID-19- მართვაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებების საყურადღებოდ!


გადადით ბმულზე და იხილეთ საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 199-ე მუხლის მიზნებისათვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად ცნობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წ.26 ოქტომბრის N01-112/ნ ბრძანება და ბრძანების დანართი.
 
გთხოვთ, 26 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით სტაციონარიდან გაწერილ ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციით (COVID-19) ინფიცირებულ პაციენტებზე ბრძანების დანართის შესაბამისად გასცეთ სტაციონარის დატოვების ფაქტის შესახებ ცნობა.



COVID-19-ს მართვაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებების საყურადღებოდ!

 

გთხოვთ, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციით (COVID-19) ინფიცირებულ პაციენტებზე სტაციონარის დატოვების შემთხვევაში გამოსავლის ველში მიუთითოთ:


1. თუ პაციენტი ეწერება ბინაზე - გამოჯანმრთელება.

2. თუ პაციენტი გადადის საკარანტინე სივრცეში ან თვითიზოლაციაში - სტაბილიზაცია (კომენტარის ველში მიუთითეთ გადაყვანილია საკარანტინე სივრცეში ან თვითიზოლაციაში).




COVID-19-ს მართვაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებების საყურადღებოდ!

 
გადადით ბმულზე და იხილეთ ახალი კორონა ვირუსით (SARS -CoV- 2) გამოწვეული ინფექციის (COVID- 1 9 ) შემთხვევების მართვის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 23 ოქტომბრის N № 01-511/ო ბრძანება  (ბრძანების დანართი იხილეთ ელ. ფოსტაზე).
 




COVID-19- მართვაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებების საყურადღებოდ!

 

გადადით ბმულზე და იხილეთ ,,ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციით COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების სიკვდილობის შემთხვევების სავალდებულო შეტყობინების ფორმისა და წესის დამტკიცების შესახებსაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  2020 eწლის 20 ოქტომბრის № 01-508/   

 

http://ssa.gov.ge/files//01_GEO/JAN_PROG/SXVA-JAN-PROG/PRG-MOMS-MIM/JAN-PROG-KANON/2020%20kanonmdebloba/20.10.2020-1.pdf






სტაციონარული დაწესებულებების საყურადღებოდ!



საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია აწარმოებს საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 31 აგვისტოს N31/08/01 განკარგულებით 2020 წლის 31 ოქტომბერს დანიშნული საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებას საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 31-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რათა საუბნო საარჩევნო კომისიებს ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად გადაეცეთ ამომრჩეველთა სია.

აუცილებლობიდან გამომდინარე, გთხოვთ, მიმდინარე წლის, 15 ოქტომბრისთვის, გადმოგვცეთ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, იმ პირთა შესახებ მონაცემები, რომლებიც სასამართლომ ცნო მხარდაჭერის მიმღებებად და მოთავსებულნი არიან შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში.



COVID-19-ში ჩართული სამედიცინო დაწესებულებების საყურადღებოდ!



COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების მართვის მიმწოდებელ ყველა სტაციონარულ დაწესებულებას აქვს შესაძლებლობა, ცალკეულ შემთხვევებში (მძიმე, კრიტიკულ და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობისას), საჭიროების მიხედვით, მოიწვიოს კონსულტანტები, მათ შორის COVID-19-ის კლინიკური მართვის გამოცდილების მქონე კლინიკებიდან, ასევე, პრაქტიკული მუშაობის და ექსპერტული გამოცდილების მქონე სპეციალისტები შინაგანი მედიცინის, ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის, ინფექციურ სნეულებათა სპეციალობის, ეპიდემიოლოგიის მიმართულებით.

გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია მოწვეული კონსულტანტების (სახელი, გვარი, საკონტაქტო), ხოლო არ აყვანის შემთხვევაში მიზეზი თუ რატომ არ/ვერ მოხდა აყვანა. (ელ.ფოსტა: [email protected])




COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების მართვის მიმწოდებელ ყველა სტაციონარულ დაწესებულებას




როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში 22 სექტემბრის მდგომარეობით დაფიქსირებულია ახალი კორონავირუსის 3913 დადასტურებული შემთხვევა, ამასთან კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5255 პირი, ხოლო გარდაცვლილია 23. 

ბოლო დღეებში მკვეთრად გაზრდილი შემთხვევების პარალელურად,  COVID-19-ის დიაგნოზის საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირებისთვის, ქვეყანაში უმოკლეს ვადაში განხორციელდა 35 სტაციონარში 2522 საწოლის მობილიზება. აღნიშნულ სიტუაციაში ახალი კორონავირუსის (COVID-19) შემთხვევების მართვის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი პერსონალის სტანდარტული ტრენინგების პარალელურად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კლინიკური კონსულტანტების მექანიზმის ამოქმედება.

კერძოდ, COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების მართვის მიმწოდებელ ყველა სტაციონარულ დაწესებულებას აქვს შესაძლებლობა, ცალკეულ შემთხვევებში (მძიმე, კრიტიკულ და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობისას), საჭიროების მიხედვით, მოიწვიოს კონსულტანტები, მათ შორის COVID-19-ის კლინიკური მართვის გამოცდილების მქონე კლინიკებიდან, ასევე, პრაქტიკული მუშაობის და ექსპერტული გამოცდილების მქონე სპეციალისტები შინაგანი მედიცინის, ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის, ინფექციურ სნეულებათა სპეციალობის, ეპიდემიოლოგიის მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ კონსულტანტების მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება დადასტურებული COVID-19-ის ფაქტობრივი ხარჯის ფარგლებში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ ზემოაღნიშნული და უზრუნველყოთ შესაბამისი კონსულტანტების მოწვევა საჭიროების შესაბამისად.




სტაციონარული დაწესებულებების საყურადღებოდ !


სოციალური მუშაობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, საავადმყოფოებს 2021 წლიდან უნდა ჰყავდეთ სოციალური მუშაკი. განათლების სამინისტრო ოქტომბრის თვეში დაიწყებს სოციალური მუშაკების მომზადების სერტიფიცირებულ ტრეინინგებს. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვაწოდოთ გადასამზადებელი თანამშრომლების საკონტაქტო ინფორმაცია (ელ. ფოსტა : [email protected])





გაცნობებთ, რომ დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოებიდან გამომდინარე, 22 სექტემბერს, 18:00 საათიდან 20:00 საათამდე ჯამრთელობის დაცვის ერთიან საინფორმაციო სისტემის მოდულები გაითიშება.





ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მართვის, იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვთა სტაციონარული მომსახურებისა და აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულთა სტაციონარული მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტების ფარგლებში სამედიცინო შემთხვევათა რეგისტრაციის მოდულში შეტყობინების გაკეთებისას დაფინანსების წყაროდ უნდა აირჩიოთ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.




სამედიცინო დაწესებულებებისა და სააფთიაქო ქსელების საყურადღებოდ!


გაცნობებთ, რომ 2020 წლის 14 სექტემბრიდან ,,რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში არსებული სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების ღირებულების დაფინანსების ქვეპროგრამაში ჩართვისთვის მოქალაქემ უნდა მიმართოს მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებებს. დაფინანსების საკითხის განხილვისთვის საჭირო დოკუმენტაცია ისევე როგორც ქალაქ თბილისის მერიის და მუნიციპალიტეტების შემთხვევაში, დაწესებულებამ „მიმართვების ადმინისტრირების მოდულის (დაწესებულება - ახალი)“ საშუალებით ელექტრონულად უნდა წარუდგინოს რეფერალურ კომისიას.


დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირებს: (032) 2510041-1407  - ნინო გვაჯაია, ქეთევან დავითაშვილი




ინტერნეტ პროვაიდერების მხრიდან დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოებიდან გამომდინარე, 13 სექტემბერს, 11:00 საათიდან 19:00 საათამდე შუალედში ელ. მოდულების მუშაობაში მოსალოდნელია გარკვეული შეფერხებები.




შემთხვევათა რეგისტრაციის მოდულში დაფინანსების წყაროში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნაცვლად უნდა აირჩიოთ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.




სამედიცინო დაწესებულების საყურადღებოდ!


Covid-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკაში სამედიცინო მომსახურების მიღების მსურველი ქართველი პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურების მიღების  მიზნით სარფის ქართული ნაწილის  კვეთისას მოქალაქის/თანხმლები პირის მიერ წარსადგენ დოკუმენტად შესაძლოა განხილულ იქნეს ბოლო ერთი თვის განმავლობაში  სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმაN IV–100/ა) შევსებული სრულყოფილი სახით, ხელმოწერილი და დამოწმებული დაწესებულების ბეჭდით (დედანი), რომელშიც მკურნალი ექიმის მიერ, ასევე, დაფიქსირებული იქნება ჩანაწერი პაციენტის საზღვარგარეთ მკურნალობის/დიაგნოსტიკის ჩატარების შესახებ. 




სამედიცინო დაწესებულებების  საყურადღებოდ !!!


Covid19-ის პანდემიის ფარგლებში დროებით შეჩერებული გახლდათ თბილისის მუნიციპალიტეტის სტრუქტურებისთვის განცხადების წარდგენა და დაფინანსებების მოთხოვნის განხილვა ხდებოდა მხოლოდ კლინიკების მიერ ელექტრონულად წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე.


22 ივნისიდან  1000 ლარზე ქვემოთ დარეგისტრირებულ მოთხოვნებზე აღდგება განცხადებების წარმოდგენის აუცილებლობა.


რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონული გამგეობების შემთხვევაში(1000 ლარზე ქვემოთ მოთხოვნებზე) სრულად აღდგება პანდემიამდელი პროცედურა. ხოლო მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურის განსახილველი განცხადებების შემთხვევაში (1000 ლარზეზემოთ მოთხოვნები) მოქალაქეს კვლავაც შეუძლია მოთხოვნის ფორმა და განცხადება არ წარმოადგინოს მუნიციპალიტეტში.


გთხოვთ, რომ მოქალაქეებისთვის მიმართვების ადმინისტრირების მოდულიდან (დაწესებულება - ახალი) დაბეჭდოთ მოთხოვნის ფორმა (ფურცელი) თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონულ გამგეობაში წარსადგენად (აუცილებელია, ფორმაზე დაწესებულების მხრიდან მოხდეს ორგანიზაციის ბეჭდის დასმა)!





COVID-19 მართვის კლინიკების საყურადღებოდ!


გთხოვთ, გაეცნოთ 29 მაისი N01-231/ ბრძანებაში შეტანილ ცვლილებას შემდეგ მისამართზე:

http://ssa.gov.ge/files/01_GEO/JAN_PROG/sakoveltao-jandacva/15.06.2020.pdf






გაცნობებთ, რომ აუცილებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 26 მაისს 21:00 საათიდან 23:30 საათამდე შეიზღუდება ანგარიშგების მოდულთან წვდომა.




გაცნობებთ, რომ აუცილებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 22 მაისს 22:00 საათიდან 23:30 საათამდე შეიზღუდება ანგარიშგების მოდულთან წვდომა.




სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელებს

 

        როგორც თქვენთვის ცნობილია ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების განსხვავებული წესების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის N184 დადგენილებით განისაზღვრა სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალი, რომლებიც დელეგირებული არიან ცხელების მქონე პირების და/ან კოვიდ დადასტურებული შემთხვევების სამართვად. ასევე, დადგენილება ადგენს, რომ: ,,ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერი სტაციონარული დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ცხელების მქონე პაციენტის  საწყისი ტრიაჟი, სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტის მომსახურება იზოლირებულ გარემოში, სამედიცინო პერსონალის მიერ ინფექციის კონტროლის ზომების მკაცრად დაცვით.“.    


        აღნიშნული დაწესებულებების ფარგლებში, საჭიროების შესაბამისად, პაციენტების მოთავსების/ რეფერალის გამართული მექანიზმის უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ცალკეული დაწესებულების ბაზაზე პასუხიმგებელი პირ(ებ)ის გამოყოფა, რომლებიც 24/7-ზე შეძლებენ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ან სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიმართვის შემთხვევაში კონკრეტული საკითხების გადაწყვეტას ცალკეულ პაციენტთან მიმართებით.  

     

        ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოთ შესაბამისი პასუხისმგებელი პირ(ებ)ის გამოყოფა და მათ შესახებ საკონტაქტო ინფორმაციის (სახელი, გვარი, თანამდებობა, მობ. ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტის მისამართი) მოწოდება მისამართზე:  [email protected]






კლინიკიდან პაციენტის გაწერისას შემდეგნაირად ვმოქმედებთ:
კლინიკა პაციენტზე გასცემს ფორმა 100, ამავდროულად იწერება ცნობა კლინიკის ბლანკზე და ხელმძღვანელის ხელმოწერით, რომ ეს პაციენტი გაეწერება კლინიკიდან ამა და ამ საათზე, მის საცხოვრებელ მისამართზე გადასაყვანად კლინიკაში მოდის ესა და ეს პიროვნება ამა და ამ მანქანით. ეს ცნობა უნდა გადაეგზავნოს (დასკანერებული ვერსია ელ. ფოსტაზე) იმ პირს რომელიც განახორციელებს გაწერილი პაციენტის ტრანსპორტირებას. ამ პირმა ცნობა ამობეჭდილი სახით ან ელექტრონული სახით ტელეფონზე უნდა იქონიოს თან, ამავდროულად პაციენტს თან უნდა ჰქონდეს ფორმა 100 რომელსაც დასტურად წარუდგენს პოლიციას.


მწოლიარე პაციენტების ოჯახის მიერ საკვებით უზრუნველყოფის საჭიროების შემთხვევაში ვმოქმედებთ შემდეგნაირად: კლინიკა საკუთარ ბლანკზე, ხელმძღვანელის ხელმოწერით გასცემს ცნობას, რომ ამა და ამ პირს, ამა და ამ მანქანით, ამა და ამ კლინიკაში, ამა დ ამ დროს, ამა და ამ საჭიროებით გადააქვს საკვები კონკრეტული პაციენტისთვის. ეს ცნობა ეგზავნება საკვების გადამტან პირს ელ. ფოსტის მისამართზე. ეს გადამტანი პირი ბეჭდავს ამ ცნობას ან წარუდგენს პოლიციას ტელეფონით ელექტრონულ ფორმატში. კლინიკაში საკვების მიტანის შემდეგ, კლინიკა საკვების გადამტან პირს წერილობით და ბეჭდით უდასტურებს, რომ ამა და ამ დროს მიიღო საკვები პროდუქტი. თუ გადამტან პირს არ აქვს ამობეჭდილი ცნობა და მხოლოდ ელექტრონული ვერსია აქვს ტელეფონზე, კლინიკა უბეჭდავს ამავე ცნობას და უდასტურებს ამ ცნობაზევე მინაწერით და ბეჭდის დარტყმით ან გასცემს ახალ ბეჭდით დადასტურებულ, ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილ ცნობას, რომ ამ პირმა ამა და ამ დროს ნამდვილად მიიტნა საკვები კლინიკაში.




COVID-19 მართვის კლინიკების საყურადღებოდ! ! !

 

იმ სამედიცინო დაწესებულებებმა, რომლებიც მომსახურებას უწევენ COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევებს, COVID-19 ელექტრონული მონიტორინგის სისტემაში, მდგომარეობის ტიპში - „იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში“, რედაქტირების მეშვეობით უნდა მოახდინონ მიმდინარე COVID-19 დადებითი პაციენტების შესახებ კლინიკური მდგომარეობის ყოველდღიურად დამატება/განახლება (საჭიროების შემთხვევაში). აღნიშნული ინფორმაცია უნდა მოთავსდეს მდგომარეობის სექციის კომენტარის ველში. კლინიკური მდგომარეობის მითითება უნდა მოხდეს შემდეგი შაბლონების შესაბამისად:

 

COVID-19-ით პაციენტებისკლინიკური მდგომარეობები

 

1)  მსუბუქი მიმდინარეობის COVID-19 - მწვავე რესპირაციული ინფექცია პნევმონიის გარეშე;


2)  საშუალო მიმდინარეობის COVID-19 - მწვავე რესპირაციული ინფექცია პნევმონიით, სუნთქვის უკმარისობის გარეშე;


3)  მძიმე მიმდინარეობის COVID-19 - მწვავე რესპირაციული ინფექცია მძიმე პნევმონით სუნთქვის უკმარისობით ან მის გარეშე;


4)  მძიმე მიმდინარეობის COVID-19 - სეფსისი/სეპტიცემია;


5)  კრიტიკული მიმდინარეობის COVID-19 - მართვითი სუნთქვის საჭიროება (არაინვაზიურიან ინვაზიური ვენტილაცია) - მძიმე პნევმონია


6)  კრიტიკული მიმდინარეობის COVID-19 - მართვითი სუნთქვის საჭიროება (არაინვაზიური ან ინვაზიური ვენტილაცია) - მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი (მრდს) 


7)  კრიტიკული მიმდინარეობის COVID-19 - მართვითი სუნთქვის საჭიროება (არაინვაზიური ან ინვაზიური ვენტილაცია) - სეფსისი/ სეპტიცემია


8)  კრიტიკული მიმდინარეობის COVID-19 - მართვითი სუნთქვის საჭიროება (არაინვაზიური ან ინვაზიური ვენტილაცია)- სეპტიური შოკი


9)  კრიტიკული მიმდინარეობის COVID-19 - მართვითი სუნთქვის საჭიროება (არაინვაზიური ან ინვაზიური ვენტილაცია) - პოლიორგანული უკმარისობა

 

შენიშვნა: პნევმონიის სიმძიმე განისაზღვრება კომპიუტერული ტომოგრაფიით შეფასებული ფილტვის დაზიანების ხარისხით.





სამედიცინო დაწესებულებების საყურადღებოდ!

 

ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ თანამშრომლებზე  და მათ თანმხლებ პირებზე ცნობის (სამსახურის შესახებ) გაცემა რომ არ შეექმნათ პრობლემა გადაადგილებაზე.

 

ასევე ცნობა უნდა გასცეთ პაციენტზე და მის თანმხლებ პირზე რომელთაც უწევთ კლინიკიდან გაწერა, ან კლინიკაში  აქვთ ჩასატარებელი გეგმური და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება (მშობიარობადიალიზი, ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია ..) 





სამედიცინო
დაწესებულებების საყურადღებოდ!


ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ თანამშრომლებზე ცნობის (სამსახურის შესახებ) გაცემა რომ არ შეექმნათ პრობლემა გადაადგილებაზე.







სამედიცინო დაწესებულებების საყურადღებოდ!

გთხოვთ, ერთი დღით ადრე მოგვაწოდოთ ინფორმაცია იმ პაციენტების და თანმხლები პირების შესახებ რომლებსაც უწევთ კლინიკიდან გაწერა ან აქვთ ჩასატარებელი გეგმური სამედიცინო მომსახურება (მშობიარობა, ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია ა.შ.) და ესაჭიროებათ გადაადგილება საგანგებო მდგომარეობით დადგენილ მარშრუტებზე (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი).

შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]

ასევე, აღნიშნულ პირებზე სამედიცინო დაწესებულებამ უნდა გასცეს ცნობა პირადი მონაცემების, დანიშნულების ადგილის, თარიღის და დროის მითითებით.




დაწესებულების ხელმძღვანელთა საყურადღებოდ!



დაწესებულება ვალდებულია ყოველდღიურ რეჟიმში, დროულად უზრუნველყოს გაწერილ პაციენტზე პროგრამული შემთხვევის ჩახურვა ელექტრონულ პორტალზე (გარდა იმ შემთხვევებისა რომელზეც, ელოდებით მორფოლოგიის პასუხს ან რომელზეც განხორციელდა რეფერალი), რათა ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო შესაძლებელი იყოს ზუსტი სტატისტიკური ინფორმაციის მოძიება და ამის საფუძველზე პაციენტთა დროული და შეუფერხებელი დისპოზიციის განხორციელება.




ჰემოდიალიზით უზრუნველყოფის კომპონენტის მიმწოდებელ 

სამედიცინო დაწესებულებათა საყურადღებოდ!

 

ჰემოდიალიზით მოსარგებლე ყველა იმ პაციენტზე, რომელსაც გადაადგილება მოუწევს კომენდანტის საათის დროს, დაწესებულების მიერ უნდა გაიცეს ცნობა (სატიტულო ფურცელზე) პროგრამით სარგებლობის თაობაზე, სადაც მითითებული იქნება პაციენტის სახელი, გვარი, პირადი N, სეანსის ჩატარების თარიღი (დაწყების და დასრულების დროის მითითებით). აღნიშნული დოკუმენტი დადასტურებულ იუნდა იყოს დაწესებულების პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და  დაწესებულების ბეჭდით.


გთხოვთ, გაითვალისწინოთ.





კლინიკების საურადღებოდ!


გთხოვთ, დღეს 01.04.2020 18:00 საათამდე განახორციელოთ შემთხვევათა რეგისტრაციის მოდულში დასრულებული (გაწერილი პაციენტების) სამედიცინო შემთხვევების დახურვა (გარდა იმ შემთხვევებისა რომელზეც ელოდებით მორფოლოგიის პასუხს ან რომელზეც განხორციელდა რეფერალი)




დაწესებულებების საყურადღებოდ!


გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტში დაფიქსირებული 2020 წლის იანვრის და თებერვლის თვის განუფასებელი შემთხვევები წარმოადგინეთ ZZ (სხვა გადაუდებელი მდგომარეობები (განუფასებელი)) კოდით.





კლინიკების საყურადღებოდ!


არასრულად მოწოდებული ინფორმაციის გამო, გთხოვთ დღეს (კომენდანტის საათი) პერიოდში თავი შეიკავოთ გადაადგილებისგან.




სამედიცინო დაწესებულებების საყურადღებოდ!

 

გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე (კომენდანტის საათისამედიცინო პერსონალის შეუფერხებლად გადადგილების უზრუნველყოფის მიზნით 31.03.2020 დილის 12:00 საათამდე, მოგვაწოდეთ თქვენს დაწესებულებაში ამ  ეტაპზე მომუშავე პერსონალის - ექიმი, ექთანისანიტარი და ა.. სრული მონაცემები ექსელის ფორმატით (სახელიგვარი /, სტატუსი) შემდეგ ელ.ფოსტაზე: [email protected]

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სამედიცინო პერსონალს ასაკობრივი შეზღუდვა არ ეხება!





კარდიოქირურგიული სერვისის მიმწოდებლების საყურადღებოდ

 

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებაში  1.8 დანართით განსაზღვრული პროცედურები დაზუსტებული იყო ICD – NCSP კლასიფიკატორის შესაბამისად.

 

მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის  N520 დადგენილებით ცვლილებები კარდიოინტერვენციის მიმართულებით შეეხო მხოლოდ ხელოვნური კოდის ღირებულებას, ხოლო პროცედურულად ინტერვენციის მოცულობა დარჩა უცვლელი.

 

აზრთა სხვადასხვაიბით გამოწვეული შექმნილი გარემოებების გამო, გთავაზობთ ხელოვნური კოდის მოცულობის დაზუსტებას პროცედურულ დონეზე:



     

ხელოვნური კოდი

5 ნოემბრის  N520 დადგენილებაში არსებული ჩანაწერი

დაზუსტება

2CAR

ბალონური დილატაცია

I20-I25 -/-გულის იშემიური ავადმყოფობა -/ - გულის და/ან კორონარული არტერიების ანგიოგრაფია/ბალონური დილატაცია

3CAR

კორონარული ანგიოპლასტიკა (სტენტირება 1 სტენტით)

I20-I25 -/-გულის იშემიური ავადმყოფობა -/- გულის და/ან კორონარული არტერიების ანგიოგრაფია / კორონარული ანგიოპლასტიკა (სტენტირება 1 სტენტით)

4CAR

კორონარული ანგიოპლასტიკა (სტენტირება 2 სტენტით)

I20-I25 -/-გულის იშემიური ავადმყოფობა -/ - გულის და/ან კორონარული არტერიების ანგიოგრაფია / კორონარული ანგიოპლასტიკა (სტენტირება 2 სტენტით)

5CAR

კორონარული ანგიოპლასტიკა (სტენტირება 3 სტენტით)

I20-I25 -/-გულის იშემიური ავადმყოფობა -/-  გულის და/ან კორონარული არტერიების ანგიოგრაფია / კორონარული ანგიოპლასტიკა (სტენტირება 3 სტენტით)

6CAR

კორონარული ანგიოპლასტიკა (სტენტირება 4 სტენტით)

I20-I25 -/-გულის იშემიური ავადმყოფობა -/-  გულის და/ან კორონარული არტერიების ანგიოგრაფია / კორონარული ანგიოპლასტიკა (სტენტირება 4 სტენტით)

7CAR

კორონარული ანგიოპლასტიკა (სტენტირება 5 სტენტით)

I20-I25 -/-გულის იშემიური ავადმყოფობა -/-  გულის და/ან კორონარული არტერიების ანგიოგრაფია / კორონარული ანგიოპლასტიკა (სტენტირება 5 სტენტით)

 





რეკომენდაცია


საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებებისთვის ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით


ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე და ინფექციის გავრცელების პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში, მიზანშეწონილია მაქსიმალურად შემცირდეს დაწესებულებაში ბენეფიციარების ვიზიტები და გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელმა დაწესებულებებმა, შესაძლებელობის ფარგლებში, მომსახურება განახორციელონ ქოლ-ცენტრების მეშვეობით (დისტანციური მომსახურება). 




სამედიცინო დაწესებულებებისა და

 სააფთიაქო ქსელების საყურადღებოდ!



გაცნობებთ, რომ 2020 წლის 23 მარტიდან ქალაქ თბილისის რაიონების გამგეობებში არსებული სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების ღირებულების დაფინანსების ქვეპროგრამაში ჩართვისთვის მოქალაქემ უნდა მიმართოს მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებებს. დაფინანსების საკითხის განხილვისთვის საჭირო დოკუმენტაცია ისევე როგორც ქალაქ თბილისის მერიის შემთხვევაში, დაწესებულებამ მიმართვების ადმინისტრირების მოდულის (დაწესებულება - ახალი)საშუალებით ელექტრონულად უნდა წარუდგინოს გამგეობას.


მნიშვნელოვანია, რომ გამგეობას წარედგინება დოკუმენტაცია 1000 ლარამდე ღირებულების დაფინანანსების შემთხვევაში, ხოლო 1000 ლარს ზემოთ წარედგინება ქალაქ თბილისის მერიას.


შესრულებული სამუშაოს წარმოდგენა კი მიმწოდებლის მიერ უნდა განხორციელდეს ყოველი თვის პირველიდან 10 რიცხვის ჩათვლით, მომსახურების/საჭიროების მიწოდების საანგარიშგებო თვის მომდევნო თვის განმავლობაში; ხოლო მედიკამენტის დაფინანსების შემთხვევაში დაფინანსების მოქმედების ვადის გასვლის თვის მომდევნო თვის პირველიდან 10 რიცხვის ჩათვლით.


დამატებითიკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს: თამარ რუხაძე - ტელ: 595 17 36 45, e-mail:[email protected]




რეკომენდაცია


აყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებებისთვის ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით

 

ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე და ინფექციის გავრცელების პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში, მიზანშეწონილია მაქსიმალურად შემცირდეს დაწესებულებაში ბენეფიციარების ვიზიტები და გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელმა დაწესებულებებმა, შესაძლებელობის ფარგლებში, მომსახურება განახორციელონ ქოლ-ცენტრების მეშვეობით (დისტანციური მომსახურება). 





გაცნობებთ, რომ გეგმიური სამუშაოების გამო დღეს, 14 მარტს, 13:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე შესაძლოა იყოს შეფერხება ელექტრონულ მოდულებში მუშაობისას.




სამედიცინო დაწესებულებების საყურადღებოდ!



გაცნობებთ, რომ გეგმიური სამუშაოების ჩატარების გამო,  4 მარტს 18:00  საათიდან  20:00 საათამდე გაითიშება ელექტრონული ანგარიშგების მოდული. 





სამედიცინო დაწესებულებების საყურადღებოდ!



გაცნობებთ, რომ გეგმიური სამუშაოების ჩატარების გამო,  4 მარტს 18:00  საათიდან  20:00 საათამდე გაითიშება ელექტრონული ანგარიშგების მოდული. 





ყველა სტაციონარულ დაწესებულებას


ინსტრუქცია 

COVID-19-ის შესაძლო და სავარაუდო შემთხვევის მართვის თაობაზე

                          (ექვემდებარება ცვლილებას ჯანმოს რეკომენდაციების შესაბამისად)

ახალი კორონავირუსული ინფექციის შემთხვევათა მართვის მიზნით, ნებისმიერი დაწესებულება ვალდებულია COVID-19-ის შესაძლო და სავარაუდო დიაგნოსტირების ან SARS-CoV-2-ის ლაბორატორიული იდენტიფიცირების შემთხვევაში დაუყოვნებელივ შეატყობინოს  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, ნებისმიერი ხელთ არსებული საშუალებით;

შესაძლო შემთხვევა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: 

  1. სახეზეა კორონავირუსის შესაძლო შემთხვევა, კერძოდ

გამოხატულია მწვავე რესპირაციული ინფექციის სიმპტომები, როგორიცაა ცხელება და ერთერთი რესპირატორული სიმპტომი მაინც, მაგ. ხველა, სუნთქვის უკმარისობა და ამ სიმპტომების ახსნა სხვა რომელიმე კლინიკური მდგომარეობით ვერ ხერხდება 

და 

სიმპტომების დაწყებამდე 14 დღით ადრე, მოგზაურობდა ან ცხოვრობდა COVID-19-ის ლოკალური გავრცელების ზონაში - ჩინეთი, ირანი, სამხრეთ კორეა, იტალია და იაპონია ან პაციენტი აღწერს რომ ჰქონდა კონტაქტი COVID-19-ის დადასტურებულ ან სავარაუდო შემთხვევასთან.

  1. მწვავე რესპირატორული სიმპტომების გამო პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მოგზაურობის და COVID-19-ის დადასტურებულ ან სავარაუდო შემთხვევასთან კონტაქტის ანამნეზის მიუხედავად. 

გამოვლენილი შემთხვევა უნდა დარჩეს გამოვლენის ადგილას, იზოლაციის სათანადო წესების დაცვით.

შესაძლო შემთხვევის გამოვლენისას მიმართეთ სსიპ ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შემდეგ ნომრებზე: 

599401074 ლია სხირტლაძე.

557156256 გვანცა ნარინდოშვილი.

შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ ცხელი ხაზი: 116001. 

დკსჯეც უზრუნველყოფს შემთხვევიდან სინჯის აღებას: შეტყობინების მიღებიდან მომდევნო 24 საათის მანძილზე მოხდება სინჯის აღება და ტესტირების შედეგის შეტყობინება. 

ლაბორატორიული შედეგის მიღებამდე, პაციენტი უნდა დარჩეს დაწესებულებაში სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ადეკვატური გატარების უზრუნველყოფით.

COVID-19 დადასტურებული შემთხვევის მართვა განხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ჰოსპიტალური მომსახურების მომწოდებელ შესაბამის დაწესებულებებშიინფექციის კონტროლის პირობების სრულად დაცვით. 


მძიმე შემთხვევების რეფერალის საჭიროება სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელმა უნდა შეათანხმოს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტის შემდგომ ტრანსპორტირებას წინასწარ განსაზღვრულ დაწესებულებაში.






„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების პირობების თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული მიმწოდებელი ვალდებულია ნებისმიერი პაციენტის მიმართ სამედიცინო მომსახურება განახორციელოს შეუფერხებლად, სამუშაო განრიგით განსაზღვრული სამედიცინო  პერსონალის ჩართულობით.


ამასთან დაკავშირებით,


დაევალოს ყველა კლინიკას ყოველი თვის 25 რიცხვამდე მოგვაწოდოს ინფორმაცია მომდევნო კალენდარული თვის ექიმების სამუშაო განრიგის შესახებ, განყოფილებების მიხედვით (Excel-ის ფორმატში). იხილეთ ბმულზე:  http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=&sec_id=888


(მიმდინარე წლის მარტის თვის სამუშაო განრიგები, გამონაკლისის სახით, გადმოიგზავნოს მარტის თვის პირველ კვირაში) შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე : [email protected]



იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი უარს აცხადებს შეთავაზებულ სერვისზე და მოითხოვს მისთვის სასურველი ექიმის მომსახურებას, ან VIP პალატით სარგებლობას, არჩეული ექიმის ჰონორარსა და VIP პალატის გადასახადზე თავად იქნება პასუხისმგებელი. 





                                                                                                                   ყურადღება!


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) ფორმა №3 ელექტრონული რეცეპტის (ePrescription) სისტემის საქართველოს მასშტაბით გავრცელების მიზნით, გეგმავს ტრენინგებს.


ასევე, ტრენინგის განმავლობაში COVID-19-თან დაკავშირებით მზადყოფნასა და პრევენციულ ღონისძიებებზე ისაუბრებს მოწვეული ინფექციონისტი.


დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://www.moh.gov.ge/ka/664/eleqtronuli-receptis-sistema




დაწესებულებების საყურადღებოდ!


გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტში დაფიქსირებული 2019 წლის ნოემბრის და დეკემბრის თვის განუფასებელი შემთხვევები წარმოადგინეთ ZZ (სხვა გადაუდებელი მდგომარეობები (განუფასებელი)) კოდით.




როგორც თქვენთვის ცნობილია, ხარისხიანი და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით, გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობის უზრუნველსაყოფად, სამინისტრომ ჩამოაყალიბა სათათბირო ორგანო საყოველთაო ჯანდაცვის საბჭო. საბჭოს მუშაობის ხელშეწყობისთვის ეტაპობრივად ყალიბდება თემატური სამუშო ჯგუფები სხვადასხვა მიმართულებით.

 

ამ ეტაპზე, გთხოვთ, ანგიოლოგიის, გინეკოლოგიის, ზოგადი ქირურგიის, მამოლოგიის, ნეიროქირურგიის, ორთოპედია/ტრავმატოლოგიის, ოფთალმოლოგიისოტორინოლარინგოლოგიის, პროქტოლოგიის და უროლოგიის მიმართულებით სამუშაო ჯგუფების დაკომპლექტების მიზნით, დაინტერესებულმა დარგის ექსპერტებმა და ფინანსისტებმა, მიმდინარე წლის 17 თებერვლამდე, გამოაგზავნოთ შეტყობინება (მისამართზე: [email protected]) ინტერესის თაობაზე და პროფესიული გამოცდილების მოკლე მიმოხილვა/CV. 




სამედიცინო სერვისების მიმწოდებლებს

 

მოგეხსენებათ, რომ 2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში გამოვლინდა ახალი კორონა ვირუსით (nCoV) გამოწვეული ინფექცია. ახლად აღმოჩენილი ვირუსი ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე და შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე დაავადება. 23 იანვრის მონაცემებით, სულ გამოვლენილია 614 დადასტურებული შემთხვევა, მათ შორის 17 ლეტალური გამოსავლით დამთავრდა. შემთხვევათა უმრავლესობა რეგისტრირებულია ჩინეთში, თუმცა დაფიქსირებულია შემთხვევები იაპონიაში, ტაილანდში, ჰონგ კონგში, ტაივანში, სამხრეთ კორეასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომლებიც იმყოფებოდნენ ჰუბეის პროვინციაში(ჩინეთი).


აღნიშნული მდგომარეობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მზადყოფნა, რათა მოხდეს nCoV-ის ინფექციის დროული გამოვლენა და გავრცელების პრევენცია. სწრაფი რეაგირების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია თქვენი ჩართულობა. მოგმართავთ თხოვნით, გამოავლინოთ თითოეული შესაძლო შემთხვევა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ განსაზღვრებას:


უკანასკნელი 2-14 დღის განმავლობაში ჩინეთიდან, ჩინეთის გავლით ჩამოსული პირი (ან ასეთ პირთან კონტაქტში მყოფი), რომელსაც აქვს მძიმე მწვავე რესპირატორული ინფექცია, ცხელებით, ხველითა და სუნთქვის უკმარისობით.


თითოეული ასეთი შემთხვევა დაუყოვნებლივ უნდა იქნას შეტყობინებული შემდეგი საშუალებებით - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისადა სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი - 1505; დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებირივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი - 116001. შემთხვევასთან დაკავშირებული დამატებითი კონსულტაციის მისაღებად, მიმართეთ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ექსპერტებს (ტელ: 032 2 39 57 29).


წარმოდგენილი ინფორმაცია პერიოდულად განახლდება და მოგეწოდებათ.





გაცნობებთ, რომ გეგმიური სამუშაოების გამო, 30 იანვრის 20:00 სთ-დან 31 იანვრის 01:00 სთ-მდე შესაძლოა იყოს შეფერხება ელექტრონულ მოდულებში მუშაობისას.




სტაციონარული სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებებს!

 

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის სრულყოფის ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით, გთხოვთ, მიმდინარე წლის 7 თებერვლის ჩათვლით, ელექტრონული ჯანდაცვის საინფორმაციო პორტალზე (ე.წ. პასპორტიზაციის მოდულის ორი ფორმა: ძირითადი პასპორტიზაციის ფორმა და სამედიცინო  პერსონალის ფორმა) მოახდინოთ მონაცემთა განახლება დაწესებულების ფაქტობრივი მდგომარეობის შესახებ საწოლფონდთან (ძირითადი პასპორტიზაციის ფორმა) და ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებით (სამედიცინო პერსონალის ფორმა). გთხოვთ, უზრუნველყოთ N01-33/ნ ბრძანებით განსაზღვრული ინფორმაციის დროული განთავსება, რათა თავიდან იქნეს აცილებული არაზუსტი ინფორმაციით გამოწვეული არასასურველი შედეგები. 

მადლობას მოგახსენებთ თანამშრომლობისთვის. 





სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ განხორციელდა საინფორმაციო პორტალზე 2020 წლის იანვრის თვეში სამედიცინო დაწესებულებების მიერ განფასებული ICD-NCSP კომბინაციების გაუქმება.




გაცნობებთ,რომ გეგმიური სამუშაოების ჩატარების გამო, 24 იანვარს 23:00  საათიდან  3 საათის განმავლობაში შესაძლოა შეფერხება იყოს პიროვნების იდენტიფიცირებისას.




ქ. თბილისში, ქ. ბათუმსა და ქ. ქუთაისში არსებული გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების საყურადღებოდ!

 

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებულისაყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ 23- მუხლის 52- პუნქტისქვეუნქტის თანახმად, გთხოვთ, 2020 წლის 1თებერვლამდე წარმოადგინოთ შევსებული, დაწესებულების უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული კითხვარი, რომელიც შევსების წესთან ერთად იხილეთ ბმულზე:

 http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=&sec_id=888






გთხოვთ, მოგვაწოდოთ სამედიცინო დაწესებულებაში გრიპის ან გრიპის მსგავსი სიმპტომატიკით პაციენტების მიმართვიანობის თაობაზე ყოველკვირეული ინფორმაცია თანდართული ფაილის მიხდვით, პარასკევობით 14:00-მდე, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]


დანართი იხილეთ ბმულზე : http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=&sec_id=888






„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 იანვრის N15 დადგენილების შესაბამისად, გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებს შორის ქ. თბილისში, ქ. ქუთაისსა და ქ. ბათუმში იწყება სელექტიური კონტრაქტირება. 


სამედიცინო დაწესებულებებისთვის სელექციის კრიტერიუმებად განისაზღვრა შემდეგი პირობები:


  1. ფაქტობრივი მისამართის მიხედვით რეგისტრირებული ბენეფიაციარების (ძირითადი კონტიგენტი) რაოდენობა, 2020 წლის 30 აპრილის მდგომარეობით ≥ 13 000-ზე.
  2. კლინიკო-ლაბორატორიული კვლევების ჩატარება ადგილზე და/ან ბიოლოგიური მასალის ნიმუშების აღება/ჩაბარება, სხვა სათანადო დაწესებულებაში ტრანსპორტირება და ასევე, პასუხების უკან დაბრუნება.
  3. მომსახურების მიწოდება სრული პჯდ გუნდის (ოჯახის ან უბნის ექიმი და ექთანი) მეშვეობით;
  4. 1 პჯდ გუნდთან მიმაგრებული მოსახლეობის საერთო რაოდენობა არა უმეტეს 2,500 პირი;
  5. მონაწილეობა პრევენციულ და სკრინინგის პროგრამებში (მ.შ. C ჰეპატიტი, ტუბერკულოზი, აივ/შიდსი, იმუნიზაცია);
  6. ოჯახის/უბნის ექიმების ჩართულობა უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში.


გამონაკლისი დაიშვება:


  1. ქალაქების მუნიციპალიტეტებში არსებულ დაბებსა და სოფლებში მდებარე სამედიცინო დაწესებულებებზე,
  2. იძულებით გადაადგილებულ პირთა საოჯახო მედიცინის ცენტრებზე.
  3. იმ სამედიცინო დაწესებულებებზე, რომელთა ფუნქციონირების შეწყვეტა შექმნის პრობლემას გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის კუთხით. აღნიშნული დაწესებულებების ნუსხა (გარდამავალი პერიოდის ბოლოს) განისაზღვრება პირველადი ჯანდაცვის საკოორდინაციო საბჭოს მიერ და დამტკიცდება მინისტრის სამართლებრივი აქტით.





საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის სტაციონარული მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელების საყურადღებოდ!


გთხოვთ, 2020 წლის 10 იანვრამდე მოგვაწოდოთ ინფორმაცია თქვენს დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებებში არსებული ლუქს პალატების რაოდენობისა და აყვანილი ექიმის ჰონორარის შესახებ, ელექტრონულ მისამართზე: [email protected]





გთხოვთმოგვაწოდოთ სამედიცინო დაწესებულებაში გრიპისან გრიპის მსგავსი სიმპტომატიკით პაციენტების მიმართვიანობის თაობაზე ყოველკვირეული ინფორმაცია თანდართული ფაილის მიხდვითპარასკევობით 14:00-მდეშემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]


დანართი იხილეთ ბმულზე : http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=&sec_id=888





გაცნობებთ, რომ ხარისხიანი და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით, გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობის უზრუნველსაყოფად, სამინისტრო აყალიბებს სათათბირო ორგანოს საყოველთაო ჯანდაცვის საბჭოს. საბჭოს სხდომების შესახებ ინფორმაცია გავრცელდება პორტალის საშუალებით და მასზე დასწრების შესაძლებლობა წევრების გარდა, ექნებათ დაინტერესებულ პირებს, სამდივნოს ინფორმირების საფუძველზე.


საბჭოს მუშაობის ხელშეწყობისთვის იგეგმება თემატური სამუშო ჯგუფების ჩამოყალიბება სხვადასხვა მიმართულებით.


ამ ეტაპზე, გთხოვთ, კარდიოქირურგია/ინტერვენციული კარდიოლოგია/არითმოლოგიის, და კრიტიკული მედიცინის მიმართულებით სამუშაო ჯგუფების დაკომპლექტების მიზნით,  დაინტერესებულმა დარგის ექსპერტებმა და ფინანსისტებმა, მიმდინარე წლის 16 დეკემბრის დღის ბოლომდე, გამოაგზავნოთ შეტყობინება  (მისამართზე: [email protected]) ინტერესის თაობაზე და პროფესიული გამოცდილების მოკლე მიმოხილვა/CV.


ჯგუფის სავარაუდო მოცულობა განისაზღვრება 8-10 პირით. ჯგუფის შემადგენლობის დაკომპლექტებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს საყოველთაო ჯანდაცვის საბჭო.






სტაციონარული სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებს!

 

გთხოვთ, მიმდინარე წლის 18 დეკემბრის ჩათვლით, საინფორმაციო პორტალზე (პასპორტიზაციის მოდულში) მოახდინოთ დაწესებულების, საწოლთა ფონდის (პროფილის გათვალისწინებით) დასამედიცინო პერსონალის მონაცემების განახლება.

 

გთხოვთ, უზრუნველყოთ #01-33/ ბრძანებით განსაზღვრული ინფორმაციის დროული განთავსებარათა თავიდან იქნას აცილებული არაზუსტი ინფორმაციით გამოწვეული შედეგები.





2019 წლის 5 ნოემბრის, №520 დადგენილებით, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის№36 დადგენილებაში შეტანილ ცვლილებთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხები იხილეთ ბმულზე

 

http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=&sec_id=888





კლინიკების საყურადღებოდ!


„საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში“ საქართველოს მთავრობის 5 ნოემბრის #520 დადგენილებით განხორციელებულ ცვლილებებთან და მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, 27, 28 და 29 ნოემბერს ჩატარებულ შეხვედრებზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, აუცილებლობას წარმოადგენს კლინიკების მიერ 2018–2019 წწ პერიოდში სახარჯი მასალების და სამედიცინო დანიშნულების საგნების შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ელექტრონულად გადმოგზავნა.


გთხოვთ, უმოკლეს ვადაში (არაუგვიანეს 5 დეკემბრისა) მოგვაწოდოთ ზემო აღნიშნული დოკუმენტაცია ელ. ფოსტაზე [email protected]




გაცნობებთ,რომ გეგმიური სამუშაოების ჩატარების გამო, 30 ნოემბერ
ს დილის 3 საათიდან - 6 საათამდე

შესაძლოა შეფერხება იყოს პიროვნების იდენტიფიცირებისას.




 

გადაუდებელი სტაციონარის (36) კომპონენტში ტექნიკური სამუშაოების გამო დროებით გათიშულია 

დამატება/რედაქტირების ღილაკი.



 

გაცნობებთ, რომ 29 ნოემბერს, პარასკევს,12:00სთ-ზე, 15:00სთ-ზე და 17:00სთ-ზე სამინისტროში შეხვედრები გაიმართება მე-8 სართულზე,ბრიფინგის დარბაზში.

შეხვედრას დაესწრებიან კლინიკისწარმომადგენლები მითითებული გრაფიკის და კლინიკების მიერ მოწოდებული სიების მიხედვით


იხ. ბმულები:


http://ehealth.moh.gov.ge/Hmis/Portal/Attachments/29.11-12.docx

http://ehealth.moh.gov.ge/Hmis/Portal/Attachments/29.11-15.docx

http://ehealth.moh.gov.ge/Hmis/Portal/Attachments/29.11-17.docx


P.S.დამატებითგაცნობებთ, რომ რეგისტრაცია დასრულებულია. შეხვედრებზე დასწრება დაუდასტურდათ მხოლოდიმ კლინიკებს, რომლებიც წარმოადგენენ იმ სერვისების მიმწოდებლებს, რომლებსაც ეხება520 დადგენილებით განსაზღვრული ცვლილებები.



 

გაცნობებთ, რომ 28 ნოემბერს, ხუთშაბათს, 12:00სთ-ზე, 15:00სთ-ზე და 17:00სთ-ზე სამინისტროში შეხვედრები გაიმართება მე-8 სართულზე, ბრიფინგის დარბაზში.

შეხვედრას დაესწრებიან კლინიკის წარმომადგენლები მითითებული გრაფიკის და კლინიკების მიერ მოწოდებული სიების მიხედვით. 


იხ. ბმულები:


http://ehealth.moh.gov.ge/Hmis/Portal/Attachments/28.11-12.docx

http://ehealth.moh.gov.ge/Hmis/Portal/Attachments/28.11-15.docx

http://ehealth.moh.gov.ge/Hmis/Portal/Attachments/28.11-17.docx


P.S. მომდევნო შეხვედრების განრიგი დაიდება ეტაპობრივად. გთხოვთ, გაითვალისწინოთ.





 

გადაუდებელი სტაციონარის (36) კომპონენტში ტექნიკური სამუშაოების გამო დროებით გათიშულია 

დამატება/რედაქტირების ღილაკი.




 

გაცნობებთ, რომ 27 ნოემბერს, ოთხშაბათს, 12:00 სთ-ზე სამინისტროში შეხვედრა გაიმართება მე-8 სართულზე, ბრიფინგის დარბაზში. შეხვედრას დაესწრებიან შემდეგი კლინიკის წარმომადგენლები (კლინიკების მიერ მოწოდებული სიის მიხედვით):


შპს "ჯეო-ჰოსპიტალსი",

შპს "ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრი მედინა"

შპს "გორმედი"

შპს "აკად. გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი"

შპს "თბილისის გულისა და სისხლძარღვთა კლინიკა"

სს ევექსის ჰოსპიტლები "ივ. ბოკერიას სახ. რეფერალური ჰოსპიტალი"

სს ევექსის ჰოსპიტლები შპს "კავკასიის მედიცინის ცენტრი"


P.S. მომდევნო შეხვედრების განრიგი დაიდება ეტაპობრივად. გთხოვთ, გაითვალისწინოთ.





 

გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებულ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში“  მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში განხორციელებულ ცვლილებებთან (საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის N 520 დადგენილება) და მიმდინარე  საკითხებთან დაკავშირებით სამინისტროს და სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობა ჩაატარებს შეხვედრებს სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან შეკითხვების განხილვისა და განმარტებების უზრუნველყოფის მიზნით.


შეხვედრების განრიგი შემდეგია:


27 ნოემბერს 12.00 სთ-ზე

28 ნოემბერს 12.00, 15.00 და 17.00 სთ-ებზე

29 ნოემბერს 12.00, 15.00 და 17.00 სთ-ებზე


გთხოვთ, 26 ნოემბრის 16.00 სთ-მდე მოგვაწოდოთ ინფორმაცია თქვენთვის სასურველი დროის და შეხვედრაზე დამსწრე პირების შესახებ და დაელოდოთ რეგისტრაციის დადასტურებას.


შეხვედრების ეფექტურობის მიზნით გთხოვთ შეკითხვები გამოაგზავნოთ წინასწარ [email protected] -ზე.





გაცნობებთ, რომ გეგმიური ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 25 ნოემბერს 21:00 საათიდან 22:00 საათამდე გაითიშება ელექტრონული ანგარიშგების მოდული. 




2019 წლის 26 სექტემბერს ,,2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის N693 დადგენილებაში შესული ცვლილების შესაბამისად,  ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის მოსარგებლეებს („სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული პირები, რომელთა ოჯახზე მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 ერთეულს, ასაკით პენსიონერები, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები და მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები და ვეტერანები) დაემატა გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, დუშეთის, ონის, საჩხერის, ზუგდიდის, მესტიისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა, რომლებიც სამკურნალო საშუალებების (მაქსიმუმ 3 თვის დოზა) აფთიაქიდან გატანისას გადაიხდიან გატანილი მედიკამენტ(ებ)ის ღირებულების 10%-ს, მაგრამ არანაკლებ 0.05 ლარისა (5 თეთრი) და არაუმეტეს 1 (ერთი) ლარისა. ეპილეფსიითა  და პარკინსონით დაავადებული სტატუსის არმქონე პირებისთვის გათვალისიწნებულია თანაგადახდა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს პროგრამის ფარგლებში შესყიდული მედიკამენტის საბაზრო ღირებულების 25%-ს,  რომელიც რეგულირდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 19.07.2019 წლის N 01-245/ო ბრძანებით



დეტალურად იხილეთ სოციალური მომსახურების ვებ გვერდზე





 

გრიპის ვაქცინაციის შესახებ!


  https://www.moh.gov.ge/ka/announcements/182/sezonuri-gripis-vaqcinasTan-dakavSirebiT%21-samedicino-dawesebulebebis-sayuradRebod



 

გაცნობებთ,რომ გეგმიური ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 8 ნოემბერ00:00 საათიდან 07:00 საათამდე გაითიშება ელექტრონული მოდულები.





გაცნობებთ, რომ 10 ოქტომბერს 21:00 საათიდან 22:00 საათამდე დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების გამო შესაძლოა გაითიშოს ელექტრონული  მოდულები.  




გთხოვთ, თანდართული ფორმატით (შესავსები შაბლონი) არაუგვიანეს 2019 წლის 20 ოქტომბრისა მოგვაწოდოთ თქვენი დაწესებულების მიერ საინფორმაციო პორტალზე განფასებული ქვემოთ მოცემული (სერვისების(NCSP-ების) ჩამონათვალი) სამედიცინო მომსახურების ღირებულების ამსახველი მონაცემები.



შესავსები შაბლონი: http://ehealth.moh.gov.ge/Hmis/Portal/attachments/Calculation.xlsx

სერვისების(NCSP-ების) ჩამონათვალი: http://ehealth.moh.gov.ge/Hmis/Portal/attachments/NCSP.docx


ფაილები გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]; [email protected]





გაცნობებთ, რომ საქართველოს  ოკუპირებული  ტერიტორიებიდან  დევნილთა, შრომისჯანმრთელობისა  და სოციალური  დაცვის მინისტრისმოადგილის, თამარ გაბუნიას წერილის https://www.moh.gov.ge/uploads/files/2018/Failebi/e-history/_.pdf თანახმად, ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების(EHR) სისტემასთან დაკავშირებით ჩატარდება ტრეინინგები, რომლის შესახებაც დეტალურ ინფორმაციასიხილავთ შემდეგ მისამართზე: https://www.moh.gov.ge/ka/695/





გთხოვთ, თანდართული ფორმატით მოგვაწოდოთ თქვენი დაწესებულების მიერ საინფორმაციო პორტალზე განფასებული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ამსახველი მონაცემები.


შესავსები შაბლონი:  http://ssa.gov.ge/files//01_GEO/JAN_PROG/sakoveltao-jandacva/Prog-Momsax-Mimtcod/kanonmdebloba/22.07.2019.xlsx





საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის სტაციონარული მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებების საყურადღებოდ!

 

2019 წლის 15 ივლისიდანიწყება დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებისმიხედვით ანაზღაურებაზე გარდამავალი პერიოდი - პილოტი. პილოტის ფარგლებში სამდიცინომომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებებთან გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება. სამედიცინოდაწესებულებები, საპილოტე რეჟიმში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდითშემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected], [email protected]




„სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთათვის პასპორტიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 4 აგვისტოს N01-33/ნ ბრძანების მეორე მუხლის შესამაბისად, სამედიცინო დაწესებულებების მოვალეობას წარმოადგენს ელექტრონული ჯანდაცვის საინფორმაციო პორტალზე ინფორმაციის განთავსება, ფაქტობრივი მდგომარეობის რაიმე სახის ცვლილების ასახვა და მონაცემების განახლება ყოველი თვის პირველი რიცხვისთვის. დაწესებულების პასპორტიზაციის მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებელია თავად სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება. გთხოვთ, უზრუნველყოთ N01-33/ნ ბრძანებით განსაზღვრული ინფორმაციის დროული განახლება.  





სტაციონარული შემთხვევების შესახებ ინფორმაციის ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების (EHR) სისტემაში ასახვასთან დაკავშირები თიხილეთ ბმული

http://ssa.gov.ge/files//01_GEO/JAN_PROG/sakoveltao-jandacva/Prog-Momsax-Mimtcod/kanonmdebloba/25.07.2019.pdf







2019 წლის 1 ივლისიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის ფარგლებში გადადის ელექტრონული მიმართვების ადმინისტრირების მოდულის განახლებულ ვერსიაზე, რომლის სახელწოდება არის „მიმართვების ადმინისტრირების მოდული (დაწესებულება - ახალი)“.

1 ივლისიდან კი თქვენი არსებული მომხმარებლითა და პაროლით განაგრძობთ მოთხოვნების (განაცხადების) რეგისტრაციას მოდულის განახლებულ ვერსიაში. 1 ივლისამდე გადაგზავნილი მოთხოვნების გააქტიურება/განაღდება განხორციელდება ძველ მოდულში.

მოქალაქემ მოთხოვნის ფორმა კვლავინდებურად უნდა წარმოადგინოს ქ.თბილისის მერიაში. აქვე გაცნობებთ, რომ შესრულებული სამუშაოს წარმოდგენა წესისამებრ განხორციელდება ელ. ანგარიშგების მოდულისა და ქაღალდმატარებლით.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს: თეონა გოგნიაშვილი - ტელ: 551 577 555, e-mail: [email protected]

სამედიცინო დაწესებულებების საყურადღებოდ!


ტექნიკური სამუშაოების გამო 31.05.2019 18:00სთ-დან 03.06.2019 14:00სთ-მდე გათიშული იქნება "ელ.ანგარიშგების მოდული სამედიცინო დაწესებულებებისთვის". ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.





გაცნობებთ, რომ გაფართოვდა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით გათვალისწინებული მოცულობა (დაავადებთა რაოდენობა და მედიკამენტთა ნუსხა). პროგრამის მოსარგებლე ბენეფიციარებს შეეძლებათ შეღავათიან ფასად მიიღონ გულ–სისხლძარღვთა, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებების, დიაბეტის (ტიპი II), ეპილეფსიის და პარკინსონის დაავადების სამკურნალო მედიკამენტები შესაბამისი დიაგნოზების (დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის-ICD10) მიხედვით.


პროგრამის მოსარგებლეები, („სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული პირები, რომელთა ოჯახზე მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 ერთეულს, ასაკით პენსიონერები, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები და მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები) და ადმინისტრირების პირობები ამ ეტაპზე რჩება უცვლელი.


დეტალურად იხილეთ სოციალური მომსახურების ვებ გვერდზე




პატივცემულო ფ. 025 და ფ. 066 მომხმარებლებო, გაცნობებთ, რომ ა.წ. 15 ივლისიდან შეწყდება მუშაობა ძველ ელექტრონულ მოდულში და 1 აგვისტოდან, ფორმა 025/066 ანგარიშგებისათვის ამუშავდება ახალი ელექტრონული სისტემა, რომელიც განთავსდება შემდეგ მისამართზე statistics.moh.gov.ge ან გადადით ლინკით LINK- form 025/066.



კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ დაავადებათა კონტროლიც ცენტრს ტელეფონის ნომერზე 116001 ან კონსტანტინე კაზანჯანი - 595 95-74-00; სუსანა შახბუდაგიანი - 598 11-03-97; მარიამ ელიაური- 598 12-42-12




27.06.2018 თარიღიდან მომხმარებელთა ავტორიზაციის გვერდზე შევიდა ცვლილება, რომლის საშუალებითაც პაროლის დავიწყების შემთხვევაში თქვენი მობილურის ან ელ. ფოსტის გამოყენებით შესაძლებელი იქნება მისი აღდგენა. ამისთვის საჭიროა მიუთოთ თქვენი მობილურის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი ან ორივე. პროგრამებში შესვლისას სისტემა ერთჯერადად მოგთხოვთ მოცემული ინფორმაციის შეყვანას. მობილურის ნომრის ან/და ელ. ფოსტის შეცვლა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს


როგორც თქვენთვის ცნობილია, „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების შესაბამისად, ჰოსპიტალიზებული ყველა პაციენტისათვის უზრუნველყოფილია, C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრის მიზნით, სწრაფი მარტივი ტესტირება ან/და იმუნოფერმენტული ანალიზის მეთოდით კვლევის ჩატარება და ანგარიშგება

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შედის ცვლილება, რომლის შესაბამისად, სტაციონარული მომსახურების (გარდა დღის სტაციონარისა) მიმწოდებელი ვალდებულია ჰოსპიტალიზებული ყველა პაციენტისათვის, C ჰეპატიტზე სკრინინგული კვლევით დადებითი შედეგის მიღების შემთხვევაში, უზრუნველყოს მათი შემდგომი კონფირმაციული კვლევისათვის საჭირო სისხლის ნიმუშის აღება. დეტალური ინფორმაცია პროგრამის განხორციელების ტექნიკური დეტალების (სისხლის აღების, ალიქვოტების მომზადების და ტრანსპორტირების წესი, შეტყობინების განხორციელების მეთოდოლოგია) შესახებ გთხოვთ იხილოთ www.ncdc.ge სიახლეების კატეგორიაში

ამასთან, ზემოაღნიშნული მოთხოვნების დარღვევისათვის დადგენილებით განისაზღვრა საჯარიმო სანქცია. კერძოდ, დარღვევა რომელიც გამოვლინდება რევიზიის დროს, გამოიწვევს მიმწოდებლის დაჯარიმებას განმახორციელებლის მიერ სარევიზიო პერიოდში პროგრამის/კომპონენტის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის 1%-ით;

2018 წლის 1 მარტიდან ცვლილება შედის ასევე, ,,სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 18 იანვრის N01-2/ნ ბრძანებაში, რომლის შესაბამისად, C ჰეპატიტის სკრინინგის სერვისის მიმწოდებელი ვალდებულია C ჰეპატიტის სკრინინგის აღრიცხვის მოდულში დაარეგისტრიროს ინფორმაცია C ჰეპატიტის სკრინინგის ჩატარების შესახებ სამედიცინო მომსახურების გაწევიდან 24 საათის განმავლობაში.



2018 წლის 18 იანვრის მე-19 (საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის 36-ე დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე) და 2018 წლის 18 იანვრის მე-18 (საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის 592-ე დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე) დადგენილებებით განსაზღვრული, სამედიცინო მომსახურების მიწოდებისას მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ფორმა 3 რეცეპტის სპეციალური ელექტრონული სისტემის საშუალებით წარმოებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესასრულებლად, ქ.თბილისში სტაციონარული მომსახურების მიმწოდებელი და იმავე ფაქტობრივ მისამართზე განთავსებული მისი ამბულატორიულ-სტრუქტურული ერთეულები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ თავიანთი თანამშრომლების - დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის სუბიექტების ელექტრონული რეცეპტების სიტემაში რეგისტრაცია და ამავე სისტემის სამედიცინო დაწესებულების მენეჯერის გვერდზე მათი აღრიცხვა.
ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს აღნიშნული დადგენილებებით განსაზღვრულ საჯარიმო სანქციებს.
სამედიცინო დაწესებულების მენეჯერის შესაბამისი სამომხმარებლო ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ სამინისტროს ვებ გვერდზე, მარცხენა გვერდით მენიუში დასახელებით „ელექტრონული რეცეპტის სისტემა“, სახელმძღვანელოს მისამართია:
http://www.moh.gov.ge/uploads/files/2017/eleqtronuli_receptebi/Manager_Manual13.02.2018.pdf




საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მოქმედ 2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის ზოგიერთ ქვეპროგრამაში შეტანალი იქნა შესაბამისი ცვლილებები, რომლებიც განთავსებულია სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე. (molhs.gov.ge)


2018 წლიდან შეწყდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მოქმედი „გულის ქირურგიის“ ქვეპროგრამის ფუნქციონირება. ისევე, როგორც საქართველოს სხვა რეგიონში მცხოვრებნი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებიც კარდიოქირურგიული ოპერაციების შემთხვევაში ისარგებლებენ ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის დაფინანსებით.


2018 წლიდან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოსახლეობას ახალი „გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურების“ ქვეპროგრამით დაუფინანსდება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული კარდიოქირურგიული ოპერაციების თანაგადახდა სრულად სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში.






2017 წლის 9 ივნისის შემდეგ (მე-16 სხდომიდან დაწყებული), საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების თანახმად ,,რეფერალური მომსახურების ფარგლებში“ პაციენტებისათვის სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შექმნილი კომისიის დადებითი გადაწყვეტილებები, შეგიძლიათ იხილოთ და საჭიროებისას ამობეჭდოთ ელექტრონული მოდულიდან - ,,რეფერალური კომისიის გადაწყვეტილებები-სერვისის მიმწოდებლებს“, რომლისთვისაც აუცილებელია მოდულში მოთხოვნის ნომრისა და პაციენტის პირადი ნომრის მითითება.


მოთხოვნის ნომერი დაფიქსირებული იქნება სერვისის მიმწოდებლის და პაციენტისთვის გაგზავნილ შეტყობინებებში.






2016 წლის 1 სექტემბრიდან თბილისის მერიის მიერ გაცემული საგარანტიო წერილების/რეცეპტების საფუძველზე

შესრულებული სამუშაოს წარმოდგენა უნდა განხორციელდეს ელ. ანგარიშგების მოდულისა და ქაღალდმატარებლით,

ამასთან: სამედიცინო მომსახურების დაფინანსებაზე გაცემული საგარანტიო წერილებზე შესრულებული სამუშაოს

წარმოდგენა უნდა მოხდეს არაუგვიანეს სამედიცინო მომსახურების გაწევის

საანგარიშგებო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვისა.


სხვა საჭიროების დაფინანსებაზე გაცემული საგარანტიო წერილებზე შესრულებული სამუშაოს წარმოდგენა უნდა მოხდეს

არაუგვიანეს სხვა საჭიროების მიწოდების საანგარიშგებო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვისა.

მედიკამენტის დაფინანსებაზე გაცემული რეცეპტებზე შესრულებული სამუშაოს წარმოდგენა უნდა მოხდეს მათი განაღდების (სრულად/ნაწილობრივ) შემდგომ, არაუგვიანეს რეცეპტის მოქმედების ვადის გასვლის საანგარიშგებო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვისა.


დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს:

ნინო კაკულია - ტელ: 555434344, e-mail: [email protected]