საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
 
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030146577667719
             № 01-44/ო 01 / თებერვალი / 2019 წ.             
სეზონური გრიპის, გრიპისმაგვარი დაავადებისა და წითელას შემთხვევათა მკურნალობისა და მართვისათვის მოსახლეობის ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად დამატებით გასატარებელი დროებითი ღონისძიებების თაობაზე

სეზონური გრიპის, გრიპისმაგვარი დაავადებისა და წითელას შემთხვევათა მკურნალობისა და მართვისათვის მოსახლეობის ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფა, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის N473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების, მე-3 მუხლის „ა“, „ზ“ და „ნ“ ქვეპუნქტების, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „ლ“ და „ო“ ქვეპუნქტების შესაბამისად,

ვბრძანებ:

მუხლი 1. დროებითი ღონისძიების სახით, განხორციელდეს სეზონური გრიპის, გრიპისმაგვარი დაავადებისა და წითელას დიაგნოზით მოავადე პირების მკურნალობის დამატებითი დაფინანსების უზრუნველყოფა შემდეგი მექანიზმის გამოყენებით:

1. პირებისთვის, რომელთა გადაუდებელი ამბულატორიული ან/და სტაციონარული მომსახურება ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებსაქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში ითვალისწინებს თანაგადახდას, ან არ ანაზღაურდება, ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, (2019 წლის 12 იანვრიდან) მიმართვის შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან განხორციელდება მომსახურების სრულად დაფინანსება „რეფერალური მომსახურების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში (გარდა უკვე ჩატარებული გადახდილი შემთხვევებისა), საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მოცულობისა და ტარიფის მიხედვით, კლინიკური სიმპტომატიკის გათვალისწინებით, მათ შორის:

ა) გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებით მიმართვიანობის შემთხვევაში, (შემდეგი კოდებით 1100000015 - ინტოქსიკაციები -/- დეზინტოქსიკაცია/ინფუზიური თერაპია, ლაბორატორიული კვლევები; 1100000017 - ბრონქიტი-/-ბრონქოსპაზმი-/-ბრონქოსპაზმის კუპირება; 1100000008  - მწვავე ობსტრუქციული ლარინგიტი (კრუპი).) ამასთან:

ა.ა) ,,თვიური 1000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე ან სხვპირების“ კატეგორიის არადაზღვეული ბენეფიციარებისთვის ანაზღაურდება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოსარგებლის მხრიდან 50% თანაგადახდის წილი;

ა.ბ) „წლიური 40 000 ლარზე ნაკლები და თვიური 1000 ლარი და მეტი შემოსავლის მქონე პირები“ კატეგორიის არადაზღვეული ბენეფიციარებისთვის მომსახურება ანაზღაურდება სრულად;

ა.გ) „წლიური 40 000 ლარზე შეტი შემოსავლის  მქონე პირები“ კატეგორიის არადაზღვეული ბენეფიციარებისთვის მომსახურება ანაზღაურდება სრულად;

ა.დ) თუ ბენეფიციარის (მ.შ. საბიუჯეტო დაზღვეულების) კერძო სადაზღვევო პაკეტი ზემოაღნიშნულ მომსახურებაზე ითვალისწინებს თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან, ან სადაზღვევო პაკეტი არ ითვალისწინებს თანაგადახდის ანაზღაურებას, თანადაფინანსება განხორციელდება „რეფერალური მომსახურების“ პროგრამის ფარგლებში.

ბ) სტაციონარული მომსახურება გრიპის, გრიპისმაგვარი დაავადების ან წითელას დიაგნოზით ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში, (შემდეგი კოდებით INF 0018 - სხვა ვირუსული ინფექციები; INF 00015 - J11.0; J10.0; J13-J18 ბაქტერიული პნევმონია; T910014 INF - სხვა ვირუსული ინფექციები; T900007 – J13-J18 პნევმონია ინტენსიური თერაპია/რეანიმაცია) ამასთან:

ბ.ა) საპენსიო ასაკის არადაზღვეული მოსახლეობისთვის (გარდა საპენსიო ასაკის ვეტერანისა) მომსახურება ანაზღაურდება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოსარგებლის მხრიდან 10% თანაგადახდის წილი;

ბ.ბ) 0-5 წლის ასაკის ბავშვების, სტუდენტების, შშმ ბავშვებისა და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის (გარდა მკვეთრად გამოხატული შშმ ვეტერანისა) მომსახურება ანაზღაურდება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოსარგებლის მხრიდან 20% თანაგადახდის წილი;

ბ.გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის (გარდა საპენსიო ასაკის ვეტერანისა და შშმ ვეტერანისა) მომსახურება ანაზღაურდება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოსარგებლის მხრიდან 20% თანაგადახდის წილი;

ბ.დ) ,,თვიური 1000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე ან სხვპირების“ კატეგორიის და 6-18 წლის ასაკის არადაზღვეული მოქალაქეებისთვის, ასევე იმ არადაზღვეული პირებისთვის, რომელთა ოჯახებიც რეგისტრირებულიასოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაშიდა მინიჭებული აქვთ 70 000-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულა, მომსახურება ანაზღაურდება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოსარგებლის მხრიდან 20% თანაგადახდის წილი;

ბ.ე) „წლიური 40 000 ლარზე ნაკლები და თვიური 1000 ლარი და მეტი შემოსავლის მქონე პირები“ კატეგორიის არადაზღვეული პირებისთვის ანაზღაურდება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოსარგებლის მხრიდან 20%  ან/და 10% თანაგადახდის წილი (გაწეული მომსახურების მოცულობის მიხედვით);

ბ.ვ) „წლიური 40 000 ლარზე შეტი შემოსავლის  მქონე პირები“ კატეგორიის არადაზღვეული ბენეფიციარებისთვის მომსახურება ანაზღაურდება სრულად;

ბ.ზ) თუ ბენეფიციარის (მ.შ. საბიუჯეტო დაზღვეულების) კერძო სადაზღვევო პაკეტი ზემოაღნიშნულ მომსახურებაზე ითვალისწინებს თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან, ან სადაზღვევო პაკეტი არ ითვალისწინებს თანაგადახდის ანაზღაურებას, თანადაფინანსება განხორციელდება „რეფერალური მომსახურების“ პროგრამის ფარგლებში.

2. მიმწოდებელი ვალდებულია, შემთხვევის შესახებ შეტყობინება გააკეთოს ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი ელექტრონული სისტემის შემთხვევათა რეგისტრაციის მოდულში. ამასთან, იმ შემთხვევებში, რომლებიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შეტყობინების გაკეთებისას მიმწოდებელი ვალდებულია დააფიქსიროს შემდეგი ინფორმაცია:

) მოსარგებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და დაბადების თარიღი;

) დიაგნოზი დადგენილი ICD-10 კლასიფიკატორის შესაბამისად;

) შემთხვევის/მკურნალობის ეპიზოდის დაწყებისა და დასრულების ზუსტი დრო.

3. მიმწოდებელი უზრუნველყოფს განმახორციელებელთან საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენას „რეფერალური მომსახურების“ პროგრამის ფარგლებში ,,2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის N693 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამების მე-9 და მე-14 მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, ,,ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული ფორმითა და წესით, ნაბეჭდი და ელექტრონული სახით.

მუხლი 2. დაევალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს უზრუნველყოს მიმწოდებლების ინფორმირება ამ ბრძანების შესახებ.

მუხლი 3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე და მოქმედებს დროებითი ღონისძიების დასრულებამდე, რომელიც განისაზღვრება შესაბამისი ბრძანებით.






 

 

მინისტრი
დავით სერგეენკო